Grizzlys Academy

Published in Georgia - First steps in eRevollution - 16 Mar 2017 10:51 - 15

http://www.picz.ge/img/s2/1703/30/8/8fc18c5393e7.png
✘ მოგესალმებით,
წარმოგიდგენთ Grizzlys Academy-ს მეორე შუალედურ ანგარიშს.
https://s24.postimg.org/7pl3dzfid/edsd.png
პირველ რიგში გაგაცნობთ თუ რას ემსახურება Grizzlys Academy. ეს არის ახალი და საშუალო განვითარების
აქაუნთების მქონე მოთამაშეთა აკადემია. რომლის მიზანია ახალ აქტიურ ან ახალ პასიურ მოთამაშეებს 
ასწავლოს თამაშის სხვადასხვა პერიპეტიები. სწრაფად, რეკორდულ დროში განავითაროს აქაუნთები
და მოთამაშეებს შეუქმნას ის მუღამი, რომელიც მათ აქტიურ თამაშს განაპირობებს ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

სანამ გავაგრძელებდე სტატიის წერას,
განსაკუთრებით მინდა მივულოცო tedo123-ს დღევანდელი გამარჯვება.
რაგბისტია და დღეს მოწინააღმდეგე ბეჭებზე დადო :D ო7 სულ გამარჯვებული ყოფილიყავი ძმა!
ასევე კონგრესში არჩევას ვულოცავ BokeraCR-ს o7 წარმატებები გიო :*
ახლა კი გავაგრძელოთ -
გაცნობებთ, რომ აკადემიას მუშაობის პროცესში შემოუერთდნენ მოთამაშეები, რომლებიც თამაშში ასე თუ ისე პასიურობით გამოირჩეოდნენ, ამიტომ იძულებული გავხდი ყოველგვარი ფორმალობების გარეშე მიმეღო ისინი, რადგან მათთვის მუღამი არ დაკარგვოდა აქ ყოფნას.
მაშ ასე გაეცანით მათ

BarBosSa13 - ზაალი არის ამ თამაშის ეტალონი და კაცი, რომელიც დიდი ხანია თამაშობს და სულ არ ერთვება თამაშის სხვადასხვა მოვლენებში, არც იცის. ჩემი ძმა და ანგელოზი, პატიოსანი კაცია. რომელთან თამაში მხოლოდ და მხოლოდ დიდი სიხარულია ჩემთვის. ხოდა ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე ვერ დავტოვებდი აკადემიის მიღმა და დღეს ის GA-ს ტანკერია.

Noriega - ის არის ჩემი სეხნია, მაგარი კაცი... მახსოვს ჩემი პრემიერობის დროს დაიწყო თამაში და დღემდე პასიურად, თუმცა ჭკვიანურად თამაშობდა. ახლა ჩემი აკადემიის წევრია და ძალიან ბევრი მაგარი მიზანი გვაქვს ქვეყნის საკეთილდღეოდ.

OSGaga - გაგა სამი თვეა თამაშობს თავისთვის წყნარად, არავის არ აწუხებდა. ბოლოს ყელში ამოუვიდა ერთფეროვნება და გაწევრიანდა GA-ში. ძაან ჭკვიანი და გულიანი კაცია. გულს რო უხარია ისეთი და მეც მიხარია მასთან ურთიერთობა.

kusra001 - დათო არის იგივე Geokamko, მხეცი და აკადემიის ონლაინი. ჩემში მისი მონდომება და პასუხისმგებლობა დიდ პატივისცემას იწვევს და ძალიან სწრაფადაც ვითარდება. მას აქაუნთი ნიკოლოზმა მისცა, ხოლო Geokamko ჩვენს ახალ მოთამაშეს მივეცით.

Geokamko - მამუკას თამაში დათომ დააწყებინა და ადამიანმა რამდენიმე დღეში ისე მაგრად აითვისა თამაში მეც კი გამიკვირდა. ძალიან მონდომებული და ჯიგარი კაცია. ვფიქრობ, ისე სწრაფად ვითარდება ძალიან ბევრს გაასწრებს ო7

Qurcika - დავითი ახლახან შემოგვიერთდა, თუმცა საკმაო ხანია ვიცნობ და ძალიან ჭკვიანურად ავითარებს თავის აქაუნთს. იმედი მაქვს აქტიურად და საინტერესოდ ვითამაშებთ აკადემიის ფარგლებში.

https://s24.postimg.org/7pl3dzfid/edsd.png
GA-ს დაარსების დროს აკადემიას შეუერთდა 6 კადეტი, რომლებმაც თითქმის მიაღწიეს განვითარების პირველ ეტაპს, რომელიც გულისხმობს გეგმით გათვალისწინებული სავარჯიშოების ბოლომდე აწევას და მინიმუმ Q3 დოპინგის ჩადგმას თავისი პურით. რამდენიმე დღეში ისინი გადავლენ შემდეგ ეტაპზე, რომელიც გულისხმობს საკუთარი წარმოების განვითარებას და საბრძოლო რესურსებით თვითდაკმაყოფილებას. ნაწილ რესურსებს ახლა ჩადგამენ, ნაწილს კი ფასდაკლებაზე.

თითოეული კადეტი იყენებს სახლის პაკს, რომელსაც იღებენ სუბსიდირებულ ფასში (20-25 ოქროს შუალედში). ამავე დროს მათთვის Q5 ჰელები გაიცემა 4 ოქროდ, ხოლო სხვა დონის ჰელები უფასოდ. ასეთივე წესი ვრცელდება გემების შემთხვევაში. 
ხშირად მაკრიტიკებენ, თუ რატომ ვაძლევ ასეთ რესურსებს -მათთვის ხომ ჯერ ადრეა-. პირიქით მათთვის ეს სწორედ ახლაა საჭირო!

თითოეულ კადეტს აქვს ინდივიდუალურად შემუშავებული განვითარების გეგმა. თითოეული მათგანი ორგანიზებულად იბრძვის და ასრულებს აკადემიის დავალებებს. თითოეულ მათგანს აქვს გაწერილი დრო და სრული სიზუსტით ხდება სამხედრო, ეკონომიკური დავალებების შესრულება.
შედეგად მოთამაშეები, რეკორდულ დროში ახერხებენ პატიოსანი გზით იშოვონ მათთვის საჭირო თანხა და ამით ისინი ზრდიან აქაუნთების ბრძოლისუნარიანობას.

GA დღემდე დგას ჩემ პირად თანხებზე და იმ შემოწირულობებზე, რომელსაც ახორციელებენ სხვადასხვა მოთამაშეები. მთავრობამ შეგვიწყვიტა სუბსიდირება, მაგრამ ამის საპასუხოდ გაიზარდა კადეტების დაფინანსება ჩემი და ჩემი მეგობრების მხირდან. 
ჩვენ გვჯერა, რომ ყველასთვის გასაოცრად მაქსიმალური სისწრაფით შევძლებთ რომ ქვეყანაში გაჩნდეს მოთამაშეების ახალი ტალღა, რომლებიც შეძლებენ საკადრისად, ღირსეულად ამოუდგნენ საკუთარ ქვეყანას და დაიცვან ის. გააძლიერონ სამხედრო და ეკონომიკური კუთხით.
https://s24.postimg.org/7pl3dzfid/edsd.png
https://s9.postimg.org/z79dh0c3j/gacaptains.png

MU: Grizzlys Academy

გადავწყვიტეთ შეგვექმნა აკადემიის კადეტთა ელიტარული სამხედრო დანაყოფი.
დღეს საკმაოდ ხმამაღლა ნათქვამია სიტყვა ელიტარული, მაგრამ გამომდინარე განვითარების ტემპიდან
ჩვენ უახლოეს კვირებში გვექნება აბსოლუტურად გამართული, თვითმომარაგებაზე ორიენტირებული,
ორგანიზებული და დისციპლინით გამორჩეული სამხედრო დანაყოფი.
როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო ბრძოლებში ჩვენ ვგეგმავთ შევძლოთ
ნებისმიერი სამიზნის განადგურება.
მოკლედ, რომ ვთქვათ მიზნები დიდია, მაგრამ ჩვენი შემართება მიზნებზე უფრო დიდი!

აკადემიის წევრები ატარებენ სპეციალურ ფორმას
იხ ფორმა

*დანაყოფის კაპიტნები პერიოდულად შეიცვლებიან, რათა ყველა კადეტმა ისწავლოს ბრძოლის ორგანიზება.
https://s24.postimg.org/7pl3dzfid/edsd.png
აკადემიაში გაწევრიანების მსურველთათვის:
Grizzlys Academy-მ გადაწყვიტა გამოაცხადოს მიღება და სხვა კადეტებსაც მისცეს იმ ბენეფიტის მიღების საშუალება, რომელსაც სხვა აკადემიელები იღებენ.
იმისათვის, რომ თქვენ გაწევრიანდეთ აკადემიაში უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:
- უნდა იყოთ აქტიური, როგორც თამაშში ასევე Discord-ში.
- უნდა იყოთ მოტივირებულები და პასუხისმგებლიანები.
- უნდა ფლობდეთ ძალის შემდეგ კომპეტენციებს: სახმელეთო (+1000), საზღვაო (+500)
- უნდა იყვენენ ოქრო და კაი ხალხი :D
- თუ კრიტერიუმების 80%-ს მაინც აკმაყოფილებთ, მაინც მომწერეთ გაწევრიანების თაობაზე.


შემომწერველებს:
აკადემიის შემომწირველები არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ ოპოენენტებს ან უბრალოდ არიან ჩემი მეგობრები.
მათი მხარდაჭერით დღეს საფუძველი ჩაეყარა ჩვენი ქვეყნის ძლიერ მომავალს. 
დიდი მადლობა თქვენ გვერდში დგომისთვის. აკადემია თანდათან იზრდება და მეტი რესურსი გვჭირდება,
მაგრამ ჩვენ იმედს არ ვკარგავთ და მივიწევთ წინ. 
იმედი მაქვს პერიოდულად დაგვეხმარებით და გარწმუნებთ უახლოეს დღეებში, კვირეებში
შეძლებენ დამოუკიდებლად საკმაოდ სერიოზული შედეგების დადებას.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!
მე მჯერა თქვენი o7
ჩარიცხვა
https://s24.postimg.org/7pl3dzfid/edsd.png
ჩემი აზრით, აკადემია არის ის საინტერესო გარემო, სადაც თამაში უფრო სასიამოვნო ხდება. მით უფრო, როცა აკადემია აერთიანებს ადამიანებს,
რომლებიც ქმნიან სრულიად განსხვავებულ საზოგადოებას და მათთან ერთად თამაში უფრო მეტ აღმოჩენებს გაკეთებინებს.
აკადემია არის კოოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში აღზარდოს და წინ წამოწიოს თამაშში გათვითცნობიერებული და ძლიერი მოთამაშეები.
აკადემია არის იდეა, რომელიც თვლის რომ აქამდე განხორციელებული ყველა სასწავლო სისტემა არის ნაკლებშედეგიანი და საფუძველს უდებს სწავლების ახალ მეთოდს.
აკადემია არის მეტი მოტივაცია, რადგან აქ მეგობრობა და ერთმანეთის გვერდში დგომა უფრო სასიამოვნო პროცესია ვიდრე ურთიერთქიშპი.


მეტი მოტივაციისთვის, გადავწყვიტე ჩემი აკადემიის საუკეთესო კადეტებს
კურსის დამთავრების შემდეგ ვაჩუქო 1 Premium Star-ი
ეს მცირედი საჩუქარი დარჩებათ მანამ, სანამ თამაშში იქნებიან და იმედი მაქვს სასიამოვნო დროს გაატარებენ აქ o7

http://image.prntscr.com/image/f4f78f17261346179627174008221d67.png

Support

MandoBokeraCRJoe BlakeMandonikoloz IBagrationBlackfuryOSGaga

Comments (15)

1st bliaad Laugh o7
o7
3rd warmatebebii
Hail GA!! o7.
o7 წარმატებები. be warrior not a worrier.
Carmatebebii Kiss
o7
წარმატებები ჩვენ :დ
ო7
o7
ო7
warmatebebi chven ) male didi ambiciebit davbrundebit Cheeky
kusra xelidan xelshi gadadis estafetasavit Laugh
Geokamko მიაწექი ბოლომდე თუ რამე დაგჭირდეს ხომ იცი აქ ვარ
o7