Grizzlys Academy

Published in Georgia - First steps in eRevollution - 09 Mar 2017 12:08 - 21

http://www.picz.ge/img/s2/1703/30/8/8fc18c5393e7.png
✘ მოგესალმებით,
წარმოგიდგენთ Grizzlys Academy-ს პირველ შუალედურ ანგარიშს.
https://s24.postimg.org/7pl3dzfid/edsd.png
Grizzlys Academy აერთიანებს ექვს კადეტს. ისინი შეირჩნენ კადეტისთვის დამახასიათებელი საშუალო განვითარების დონით.
იგულისხმება მინიმალური ძალა.  ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, მათი აქტიურობა და მონდომება თამაშში.
მაშ ასე, გაეცანით Grizzlys Academy-ს კადეტებს
BokeraCR - გიორგის საკმაო ხანია ვიცნობ, ერთად ვიბრძოდით გასულ თვეს კონგრესში მოსახვედრად, რის საფუძველი სწორედ მისი აქტიურობა და მეგობრული მიდგომა იყო ქვეყნის სასიკეთო საქმეებისადმი. ასევე ჩემთვის თვალში საცემი იყო მისი თავდაუზოგავი ბრძოლა ქვეყნის პრიორიტეტულ ბრძოლებში. დღეს ის ჩემი აკადემიის წევრია და აქტიურობის, საქმისადმი მიდგომის ნამდვილი მაგალითი.
- პატივია გიორგი შენთან ერთად თამაში o7 

77GIGI77 - გიგის დიდი ხანი შორიდან ვაკვირდებოდი და რამდენიმეჯერ გამაოცმა მისმა საზღვაო დემიჯებმა, მივწერე კიდეც და დღეისთვის ის ჩემს აკადემიაშია. ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანია, რომელიც მთელი გულისყურით ეკიდება ორდერებს და გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით.
- მიხარია გიგი შენთან ერთად თამაში o7

nikoloz I - ნიკას თითქმის სამი წელია ვიცნობ :D სამი წელია ჩემი კადეტია და კლასში ჩარჩენილივით მყავს ახლა :D მსაყვედურობდა არ მასწავლეო, არადა ნიკას ვასწავლე თუ ვასწავლე. მოკლედ, რომ ვთქვა ნიკა ჩადგა გრიზლის აკადემიის სასწავლო კალაპოტში და სულ მალე მხეც აქაუნთს დააყენებს. ნამდვილი ძმაა და გულითადი მეგობარი.
- პატივია რომ ჩემს გვერდით ხარ ძმა o7

tedo123 - თედო არის ნამდვილი მაგალითი, თუ როგორ უნდა დაგეგმო აქაუნთის განვითარების სტრატეგია. ის არის მაგალითი, თუ როგორ უნდა იბრძოლო ქვეყნისთვის და როგორი პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ ჩვენს როლს ქვეყნაში.  მან Grizzlys Academy-ში ყველაზე მაღალი განვითარების დონეს მიაღწია  (სავარჯიშოები ბოლომდე, ქ3 კიტი თავისი პურით, იცის სწორად ბრძოლა და ბიზნესის წარმოება).  ახლა ჩვენ გადავდივართ ბიზნესის აწყობის ეტაპზე.
- წარმატებებს ვუსურვებ და პატივია o7

doniko - გიორგი Abuladze-ს სახელით გახსოვთ. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მონდომებული მოთამაშეა, ახალი აქაუნთით აგრძელებს თამაშს და შესანიშნავად ვითარდება. ძაან ჯიგარი და ოქრო კაცია, მონდომებას არ იშურებს, რათა მიაღწიოს აკადემიაში დასახულ მიზნებს.
- მე კიდევ დიდი სიამოვნებით ვმუშაობ მასთან ერთად. წარმატებები o7

BALANTA BALANTA - გიომ კომენტარებში დამიწერა, თუ შეიძლება მეც შემოგიერთდეო. რა თქმა უნდა დიდი სიხარულით დავთანხმდი, რადგან გიო არის ის კაცი, რომელსაც ევასება ბარსა და არის მაგარი გულიანი ძმა, აი სიამოვნებით რო იმეგობრებ. ძალიან აქტიური და მონდომებულია. მინდა ბევრს მიაღწიოს თამაშში და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
- გიო პატივია ჩენთან ერთად თამაში o7

https://s24.postimg.org/7pl3dzfid/edsd.png

როგორც, სტატიის ქოვერში დაინახეთ ჩვენი აკადემიის ასოცირება ერთგვარად გვინდა ზღვასთან და საზღვაო ბრძოლებთან. რადგან კადეტებს, ყველაზე მეტად ზღვაზე შეუძლიათ თავიანთი ძალის ჩვენება და მეც მინდა მათი შესაძლებლობები პრიორიტეტულად გავანაწილო.
ვიდრე სრულფასოვნად საზღვაო ბრძოლებში ჩაერთვებიან მათ განვითარების მთელი რიგი ეტაპები უნდა გაიარონ, რადგან საზღვაო ბრძოლა ასე თუ ისე წამგებიანია მედლების თვალსაზრისით, სანამ განვითარების რაღაც ეტაპს არ მიაღწევენ.

ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ რეკორდულ დროში მივაღწიოთ არნახულ განვითარებას. ამ მიზნით მათთვის შევადგინე ინდივიდუალური განვითარების გეგმა. ასევე მათ სახელმწიფოს სუბსიდირებით ჩართეს სახლის პაკები და შემოწირული ჰელებით, მცირე დროში საკმაო ოქრო იშოვეს მათი სავარჯიშოების თუ კიტების, ბიზნესის განვითარებისთვის. 
ისინი ასრულებენ სპეციალურ ორდერებს და თითოეული ნაბიჯი გაითვლება სრული სიზუსტით, რათა არ წავიდნენ წაგებაში და უმოკლეს დროში განვითარდნენ.  
tedo123 განვითარების მხრივ ყველაზე მაღალ დონეზე იმყოფება, სხვა ბიჭებს კი მცირედი ოქროები აკლიათ სანამ სავარჯიშოებს ბოლომდე აწევენ. შემდეგი ეტაპი იქნება კიტი, თავისი პურით და საკუთარი ბიზნესი. ჩვენ გვინდა გავზარდოთ აქაუნთების ბრძოლისუნარიანობა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისი მაღალი დემიჯი დავდოთ.

ჩვენი სასწავლო ბაზა მდებარეობს დისქორდში და პრიორიტეტულ DO-ებს ასრულებენ CAVALERY-ს საშუალებით. მათთვის ვაკეთებ მარტივ გაიდლაინებს და ყოველდღიურად ახალ-ახალ თემებს სწავლობენ. რასაც პრაქტიკაში ახორციელებენ და საკმაოდ წარმატებით.
ჩვენ ვთვლით, რომ ყველა მოთამაშე უნდა ერთიანდებოდეს სახელმწიფო MU-ებში, მაგრამ რადგანაც სახელმწიფო სამხედრო დანაყოფში შეუძლებელია ყოველწამიერი დო-ების ცვლა, ამიტომ განვითარებამდე დავიკავეთ კავალერია.

როგორც, სტატიის დასაწყისში აღვნიშნე აკადემიის პირველ ეტაპზე მივიღე საშუალო განვითარების მოთამაშეები, რის გამოც ირიბი კრიტიკა დავიმსახურე. მეგობრებო ეს პირველი ნაკადი იყო ერთგვარი დატესტვა და ვფიქრობ საკმაო წარმატებით მივდივართ და იმედი მაქვს დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.
მაგრამ ასევე უახლოეს მომავალში ვგეგმავ მივიღო ახალი, დაბალი განვითარების კადეტები, რომლებსაც თავიდან ბოლომდე ავაწყობინებ აქაუნთს.
მაგრამ ეს დაკავშირებულია დამატებით ფინანსებთან, რომლის პოვნის შემთხვევაში
დიდი სიამოვნებით გავზრდი მათ რაოდენობას!
https://s24.postimg.org/7pl3dzfid/edsd.png
შემომწირველებს,
მადლობა მინდა გადავუხადო, ყველა იმ შემომწირველს, რომლებმაც თუნდაც 200 ქ2 ჰელი შემოწირეს ჩვენს აკადემიას.
თქვენ არა მხოლოდ გრიზლის აკადემიას ეხმარებით, არამედ ზრდით პოტენციალს უახლოეს კვირეებში
ქვეყანამ შეიძინოს ექვსი და მომავალში მეტი ძლიერი მებრძოლი და საინტერესო მოთამაშე.
თქვენს რიგებში არის ის ადამიანები, რომლებიც ხშირად მაკრიტიკებდნენ და ის ადამიანები, რომლებიც ჩემს გვერდით იდგნენ.
შემომწირველებს შორისაა სახელმწიფო.
მინდა შევინარჩუნო ჩემი პრინციპი, რომელსაც რამდენიმე თვეა ვიცავ და ვციდლობ თითოეული ჩემი პროექტი
ნაკლებადდამოკიდებული იყოს ბიუჯეტზე და არ დაიხარჯოს ბიუჯეტის ოქრო.
თუმცა, ახლა სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანი იყო სახლის პაკები, რომლის სუბსიდირება მოახდინა მთავრობამ.
მადლობა თქვენ o7

თუ გსურთ დაეხმაროთ აკადემიის კადეტებს განვითარებაში
გააკეთეთ დონაცია (ყველაზე მეტად გვჭირდება ქ3-ქ2 პური, ჰელი და გემი)
ჩარიცხვა
https://s24.postimg.org/7pl3dzfid/edsd.png
მეტი მოტივაცია
არ მინდა იმ ადამიანს დავემსგავსო, რომელიც რამეს გააკეთებს და ვინმესგან დაფასებას ელოდება,
თამაშში, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში არავისგან არაფრის დაფასებას არ უნდა ელოდო.
ეს კარგად იციან იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩემს გუნდში ყოფილან.
ამიტომაც, აღარ მოვყვები ჩემი პირადი თანხების ხარჯთაღრიცხვას და პირდაპირ ვიტყვი, რომ ბოლო თეთრამდე დავიხარჯები
და გრიზლის აკადემია იქნება სამაგალითო სასწავლო ჯგუფი.
თითოეული მისი კადეტი კი ქვეყნის საუკეთესო მებრძოლი o7

მეტი მოტივაციისთვის, გადავწყვიტე ჩემი აკადემიის საუკეთესო კადეტებს
კურსის დამთავრების შემდეგ ვაჩუქო 1 Premium Star-ი
ეს მცირედი საჩუქარი დარჩებათ მანამ, სანამ თამაშში იქნებიან და იმედი მაქვს სასიამოვნო დროს გაატარებენ აქ o7

http://image.prntscr.com/image/f4f78f17261346179627174008221d67.png


პატივისცემით მე ✌✌✌

Support

YamamotoBlackfurynikoloz Isalamandra123Frank FrinkFrank FrinkJoe BlakeJoe BlakeMandoMandoMandonika nika georgia 123Qurcikainevist3

Comments (21)

VOTE+DONATE【✘GA】- Grizzlys Academy https://www.erevollution.com/ka/article/24629
erti magari kacic gamogrcha nu tu davuvlit ertis garda meti gamogrcha magram sircxvilia mxolod imat rom amchnev visac pirdapiri kontaqti hqonda shentan an shens partiastan
უკაცრავად ბიჭებო რაღაც აგერიათ. სპეციალური კრიტერიუმები იყო, რასაც შეგიძლიათ გაეცნოთ https://www.erevollution.com/ka/article/24215 . აქ ჩამოთვლილი ბიჭები არიან ჩემი აკადემიის წევრები და არავინ გამომრჩენია. წარმატებები ყველას o7
o7 hail sea legends!!!
შესანიშნავი მენტორი ო7 Smile
o7 hail GA , hail sea warriors
ჯიგარი კაცი ო7 ☺☺
Chemgan yvelas 100 Q5 heli o7 warmatebebi
hail banda
boker she looooomooooooo
v
grizzly has student?
@komeng_saja yes he has students
@komneg Yes, I was bored with the presidency and I started a new project Smile)
:-D
? vote38
bored ... Laugh Laugh Laugh
v
@meomari spasiba sxvebsac velodebit Wink
o7
English version???