☼ Hakuna Matata ☼

გამოქვეყნების ადგილი Georgia - პირველი ნაბიჯები ე-რევოლუციაში - 01 Aug 2016 05:03 - 11

http://s19.postimg.org/aowfas5pv/image.png
გამარჯობა მეგობრებო!

მინდა გაუწყოთ ერთი სასიხარულო ამბავი!
დღეიდან თქვენ შეგიძლიათ სრულფასოვნად გამოიყენოთ ჩვენი თამაშის ქართული მენიუ!

რამოდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობდი რაც შეიძლებოდა კარგად დამეხმვეწა თარგმანი,
გამოსვასწორე ყველა ბაგი, რაც კი ფიქსირდებოდა აქამდე, 
აღარ იქნება მოსული ცარიელი შეტყობინებები,
გადაუთარგმნელი მისიები,
გამოჩნდა ახალი დამატებები: სტრატეგიული შენობები, ანგარიშის მომვლელი და ა. შ.

დარწმუნებული ვარ, ყველაფერი 100%ზე არ იქნება შესრულებული, თუმცა საქმის მთავარი ნაწილი შესრულებულია!
ეს დღეები კი ნელანელა შევაგროვებ გამოტოვებულ შეცდომებს და იმათაც გამოვასწორებ.
ამაში კი თქვენი დახმარება მჭირდება, გთხოვთ თუ რაიმე ბაგს/შეცდომას წააწყდით ეგრევე მომწერეთ.

მონეტარული "აზარი" უკვე ვიპოვე
ასევე ბრძოლის ველზე, ბრძოლის ღილაკის მაგივრად ჩასმული სხვა ღილაკი, (დროებით მქონდა ღადაობის პონტში გაკეთებული და შეცვლა დამავიწყდა :| )
არ შემჭამოთ ამის გამო :D 
უახლოეს მომავალში ყველაფერთან ერთად მაგასაც შევასწორებ :)
http://s32.postimg.org/5l18w48g5/divider_1.png
ეხლა კი მარტივად აგიხსნით, თუ როგორ უნდა გადახვიდეთ ქართულ მენიუზე:

პირველ რიგში ვაჭერთ ჩვენს სახელს, რომელიც მდებარეობს გასვლის ღილაკის გვერდით,
გაიხსნება პატარა ფანჯარა, რომელშიც ვირჩევთ Settings


http://s32.postimg.org/gf8gh41j9/screenshot_196.png

ამის შემდეგ გაიხსნება ახალი გვერდი,
ამ გვერდზე ვეძებთ My language განყოფილებას, ვხსნით მის გვერდითა გრაფას, ვიჩევთ Georgian-ს (ქართული ენა)
და ბოლოს ვაჭერთ Edit-ს


http://s32.postimg.org/ddho75oed/screenshot_197.pngსულ ეს არის!
იმედია ისიამოვნებთ ქართული მენიუთი! ☺
ვიცი ბევრი რამ შეიძლება ქართულად ცუდად ჟღერდეს, მაგრამ ეს ხომ ჩვენი ენაა!
უბრალოდ ყური არ გვაქვს მიჩვეული, მივცეთ შანსი და ეგებ ცოტა ხანში ისიც ისევე უბრალოდ მოგვეჩვენება როგორც ინგლისური სიტყვები ან სხვა ენების რაც აქამდე გეყენათ :)
http://s32.postimg.org/5l18w48g5/divider_1.png
თუ რაიმე კითხვები გექნებათ დაწერეთ კომენტარებში, ან მომწერეთ პირადი მესიჯი.

შემოგვიერთდით დისკორდის ჩათში → https://discord.gg/HtCeB8j
მოიწონეთ თამაშის ქართული Facebook გვერდი → eRevollution - Georgia

ასევე გადახედეთ მოცემულ სასწავლო სტატიებს:
☼ თამაშის სასწავლო გვერდი დამწყებთათვის 
☼ ქარხნებისა და სავარჯიშოების განახლება
☼ სტრატეგიული შენობები
☼ თამაშის აბრევიატურები
☼ ზიანის გამოსათვლელი

გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი გაზეთი და ხმა მიეცით სტატიას ☺

წინასწარ დიდი მადლობა!  თქვენი მონამორჩილი ავთო (Aravchamotpuri)☺

მხარდაჭერა

blackfunCaesarXII

კომენტარები (11)

o7
o7
o7
kai xar
vote
o7
ნაის ო7
ქაია ო7
პ.ს კაი რაც წერია fight-ის ნაცვლად დატოვე
Laugh
მეც მომეწუნა,მაგარი კაცი ხარ და სათანადოდ დაფასდები.