☼ Hakuna Matata ☼

Published in Georgia - Social interactions and entertainment - 19 Jul 2016 04:50 - 10

http://s19.postimg.org/aowfas5pv/image.png


მოგესალმებით მეგობრებო!

ალბათ უკვე ბევრმა თქვენგანმა შეამჩნია თამაშის ახალი განახლება - სტრატეგიული შენობები.

ამ სტატიაში მინდა უკეთ გაგარკვიოთ თუ რას წარმოადგენს ეს შენობები, როგორ მოქმედებენ
და საერთოდ ღირს თუ არა მათი წარმოება.
http://s32.postimg.org/5l18w48g5/divider_1.png
https://www.erevollution.com/public/game/sb/sb1_q1.png
სტრატეგიული მარაგი / Strategic Supplies
ამ შენობის გამოყენებით თქვენ შეძლებთ აწარმოოთ ენერგეტიკული სასმელის მაგვარი ნივთი, რომელსაც Life Kit ეწოდება. თუმცა ენერგეტიკულისგან განსხვავებით იგი თქვენს ენერგიას ავსებს პროცენტულად! 
Life Kit-ის წარმოება შესაძლებელია დღეში მხოლოდ ერთხელ!

http://s32.postimg.org/syogv377p/screenshot_163.png

ანუ თუ თქვენ გაქვთ 500 საბაზისო ენერგია, პირველი ხარისხის Life Kit გივსებთ მის 20%-ს რაც 100 ენერგიას უდრის. ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვენ გააქტიურებული გაქვთ სახლები ან სხვა სპეციალური შენობები, ეს 20% გამოითვლება ჯამურად, შესაბამისად უფრო მეტ ენერგიას შეივსებთ.

Life Kit-ის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ბრძოლის ველზე. ის იქნება იარაღების ჩამონათვალში, ბუსტერებთან და სხვა საბრძოლო ტექნიკასთან ერთად. 

წარმოება
სტრატეგიული მარაგის შენობის საყიდლად საჭიროა გადახვიდეთ: ჩემი შენობები → სტრატეგიული შენობები
პირველი დონის შენობის ღირებულებაა 10 ოქრო, მასში წარმოებული Q1 Life Kit-ის შესაქმნელად საჭიროა 1 000 Q1 საკვები
ქვემოთ მოცემულ ცხრილში თქვენ ნახავთ ყველა ხარისხის Life Kit-ის წარმოებისთვის საჭირო რესურსებს და ასევე კომპანიის განახლების ფასს.

http://s32.postimg.org/alsgy9m4l/screenshot_168.png

წარმოების ღირებულება
ეხლა კი მოდით უფრო დეტალურად შვისწავლოთ თუ რა ხარჯებთან გვექნება საქმე თითოეული ხარისხის წარმოების შემთხვევაში.
და შევადაროთ იგი ენერგიის შევსების ალტერნატიულ ხერხს - Energy Drink-ს.

http://s32.postimg.org/ly9ntsk79/screenshot_169.png
მოცემული ცხრილი გვეუბნება, რომ, თუ მაგალითად ჩვენ ვაწარმოებთ ერთ Life Kit-ს, მის წარმოებაში დაგვეხარჯება 4 000 ენერგიის საკვები (1000 Q2 საკვები), ენერგიის საშუალო ფასი ბაზარზე უახლოეს მომავალში მიუახლოვდება 2,000=1 ოქროს, ჩვენ კი გვეხარჯება 4კ ენერგია, ანუ 2 ოქრო!
საბაზისო ენერგიით (500 ენერგია) Q2 Life Kit გვივსებს 200 ენერგიას
იგივე 200 ენერგიის შესავსებად ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ 2 ცალი Energy Drink რომლის ფასი იქნება 3,6 ოქრო!
გამოდის, რომ ჩვენ ვზოგავთ 1,6 ოქროს! 
http://s32.postimg.org/5l18w48g5/divider_1.png
https://www.erevollution.com/public/game/sb/sb2_q1.png
სტრატეგიული იარაღი / Strategic Weapon
სტრატეგიული იარაღის ქარხანა
აწარმოებს რაკეტებს (Missile), დღეში მხოლოდ ერთი რაკეტის წარმოებაა შესაძლებელი!
მოდით შევხედოთ ცხრილს და ვნახოთ თუ რა არის საჭირო თითოეული ხარისხის რაკეტის საწარმოოდ და თუ რამდენი ზიანის დადებაა შესაძლებელი მისი მეშვეობით.
http://s32.postimg.org/hxk4yl079/screenshot_172.png
მაგ: მესამე ხარისხის რაკეტის საწარმოოდ ჩვენ გვჭირდება 50-50 Q3 იარაღი და ტანკი, ამ რაკეტის გასროლით ბრძოლაში მომენტარულად დავდებთ 500,000 ზიანს
http://s32.postimg.org/5l18w48g5/divider_1.png
გაითვალისწინეთ!
მოცემული ნივტების (რაკეტა / Life Kit) გამოყენება შეუძლია მხოლოდ მათ მფლობელებს.
შეუძლებელია მისი გაყიდვა ან გაჩუქება!
მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ბრძოლის გვერდზე.
სტრატეგიული შენობები არ იშლება!
დღეში მხოლოდ ერთი რაკეტის/Life Kit-ის წარმოებაა შესაძლებელი!
პ.ს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან კარგი დამატებაა თამაშის გეიმფლეისთვის. ამითი უფრო გაიზრდება მაღალი ხარისხის საკვების წარმოება, და მოთხოვნა მოიმატებს ისეთ დაჩაქრულ საბრძოლო ტექნიკაზე როგორიცაა იარაღები თუ ტანკები.
http://s32.postimg.org/5l18w48g5/divider_1.png

თუ რაიმე კითხვები გექნებათ დაწერეთ კომენტარებში, ან მომწერეთ პირადი მესიჯი.

ასევე გადახედეთ მოცემულ სასწავლო სტატიებს:
☼ თამაშის სასწავლო გვერდი დამწყებთათვის 
☼ ქარხნებისა და სავარჯიშოების განახლება
☼ თამაშის აბრევიატურები
☼ ზიანის გამოსათვლელი

გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი გაზეთი და ხმა მიეცით სტატიას ☺

წინასწარ დიდი მადლობა!  თქვენი მონამორჩილი ავთო (Aravchamotpuri)☺

eRevollution http://s32.postimg.org/5giutaqth/screenshot_144.png Georgia (^^,
წარმატებები და ჰაკუნა მატატა ;)

Support

Comments (10)

q2 საკვების და ქ1 იარაღის ჩავდგი და რაკეტაც და ლაიფ კიტიც დავამზადე Laugh
o7
ვიცოდი,მაგრამ დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი,იმაში რომ,ვინც არ უნდა იყოს მთავრობაში ავთო,ყველლასთვის საჭიროა და ეს კაცი დღეიდან კიდევ უფრო დამევასა,ჯიგარი ხარ ძმაო,მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება მთავრობაში,მოვუწოდებ ყველა დროის მთავრობას რომ განათლებას არ სჭირდება ახალი კადრი,განათლებას ჭირდება ახალი იდეები ავთოსთან ერთად,მიუხედავად ყველაფრისა,ქვეყნის ინტერესებიდან გამოდით ძალიან გთხოვთ Smile თქვენ არ გჭირდებათ ავთო,ის ქვეყნისთვისაა საჭირო!!! მეგონა განათლების მინისტრის სტატიას ვკითხულობდი,მაგრამ თურმე არაა ასე.
sagol kaia dzaan
მუხრან გაიხარე ძმაო ამ კარგი სიტყვებისთვის! ძალიან გამახარე ☺ დარწმუნებული ვარ ბევრი იქნება ჩემზე უკეთესიც, მთავარია სურვლი გამოთქვან და ყველანაირად გვერდსი დავუდგები, ახალ მინისტრსაც და ყველა დანარჩენს Smile
Aravchamotpuri მომავალი პრეზიდენტი )))
rogorc yoveltvis GJ!!! o/
avto shentan sexy minda
kaia avto sg gama Laugh Laugh Laugh
o7