Eurosport

temo215 - Newspaper from Georgia -

Published in Georgia - Social interactions and entertainment - 14 Jun 2016 10:21 - 15

თბილისის დროით 14 ივნისს, გამთენიისას, NBA-ს პლეი ოფის ფინალური სერიის მეხუთე შეხვედრა გაიმართა. 

ოკლენდში, "Oracle Arena"-ზე "გოლდენ სტეიტ უორიორზმა" "კლივლენდ კავალიერზი" მიიღო და ანგარიშით 97:112 (32:29, 29:32, 23:32, 13:19) დამარცხდა, რითაც გაჩემპიონების შანსი დაკარგა - სერიაში ანგარიში 3:2 გახდა.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთა შორის 82 ქულა ლებრონ ჯეიმსმა და კაირი ირვინგმა (41-41) მოიპოვეს. ჯეიმსი ასევე 16 მოხსნით, 7 პასით, 3 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოირჩა. მასპინძელთა რიგებში, რომლებსაც დისკვალიფიცირებულიდრეიმონდ გრინი აკლდათ, ყველაზე აქტიური კლეი ტომპსონი იყო (37 ქულა).

ფინალური სერიის მეექვსე დაპირისპირება კლივლენდში, თბილისის დროით 17 ივნისს, გამთენიისას გაიმართება. "გოლდენ სტეიტს" ზედიზედ მეორე ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვება აკლია.

Support

Comments (15)

dscds
o7
+
vote
581 q5 tank 150 q5 gun 100 q5 hell 150 q2 hell 250 q5 food for 38 gold
vsc
V
vs
v
v+ sub 95
v
S4S...PM... https://www.erevollution.com/en/article/9387
Smile
clivlendi
v s