Meet Joe Black

Published in Georgia - First steps in eRevollution - 03 Jun 2016 05:06 - 11

    მოგესალმებით ახალო თანამებრძოლებო, როგორც ქვეყნის საოცრად დიადი პრეზიდენტი მინდა ცოტაოდენი ვისაუბრო წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე, ასევე თამაშში გვყავს რამდენიმე ახალბედა, რომლებმაც არ იციან თამაშის მექანიზმი, ასე რომ ვეცდები ავხსნა რას ემსახურება ეს თამაში და რატომაა საინტეტერესო, ახალბედებო გთხოვთ ყურადღებით გაეცანით სტატიას, ნუ გადაწყვეტთ მალევე თამაშის შეწყვეტას რადგან აქ ბევრი საინტერესო რამ გელით.
   erevollution არის სამხედრო-პოლიტიკური ონლაინ თამაში, რეალური სამყარო გადატანილი ვირტუალურ განზომილებაში, აქ თქვენ შეგიძიათ:
1. შექმნათ საკუთარი სამხედრო დანაყოფი, მოიწვიოთ თქვენთვის სასურველი მეომრები და იბრძოლოთ თქვენი სურვილისამებრ
2. შექმნათ საკუთარი პარტია თქვენს თანამოაზრეებთან ერთად, იბრძოლოთ ქვეყნის მმართველობისთვის ან სხვა თანამდებობისთვის
3. დაეხმაროთ უკვე არსებულ მთავრობას ქვეყნის გაძლიერებაში და მართვაში ( აქტიური ხალხი ყოველთვის იღებს შესაბამის პოზიციას )
4. ააშენოთ კომპანიები და წამოიწყოთ საკუთარი ბიზნესი ერთი ან სხვადასხვა მიმართულებით
5. თუ გაქვთ ნიჭი და დრო შეგიძლიათ იყოთ გადამყიდველი, ეს გაზრდის თქვენს ეკონომიკას
6. შეგიძლიათ იყოთ ჟურნალისტი, სპეკულიანტი, ინტრიგანი :დ მოკლედ თუ გაქვთ წერის ნიჭი ამ თამაშში პრესა საკმაოდ აქტუალურია
7. თუ გაქვთ მაღალი ინტელექტი და ფლობთ უცხოენას შეგეძლებათ ჩაერიოთ მსოფლიო დონის მოლაპარაკებებში
8. ყოველდღიურად ივარჯიშოთ და იყოთ ძლიერი მეომარი
9. იბრძოლოთ თქვენი ქვეყნისთვის და ემსახუროთ მას, პატრიოტ ადამიანებს ეს თამაში აფასებს
10. შეგიძლიათ გააკეთოთ ცხრავე პუნქტი ერთად და კიდევ მრავალი სხვა

   ასევე მოკლე ინფორმაცია: ამ თამაშში ქართველებს გვაქვს ერთი საერთო სამხედრო დანაყოფი (mulitary unit) რომლის სახელწოდებაცაა C A V A L E R Y 
გადადით ამ ლინკზე და გაწევრიანდით ჩვენს დანაყოფში
https://www.erevollution.com/en/military-unit/27


თავიდან ყველას გექნებათ ბევრი კითხვა თამაშის შესახებ კითხვების დასმა და ჩვენთან ერთად საუბარი შეგიძლიათ აქ

http://img.prntscr.com/img?url=http://i.imgur.com/RPJmC5x.png


   ასევე გაგაცნობთ რამდნეიმე პატარა დეტალს, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს დამწყებმა, დანარჩენს კი ნელ ნელა შეისწავლით თუ დარჩებით თამაშში

   მოთამაშისთვის აუცილებელია ყოველდღიურად ვარჯიში და მუშაობა, ამ თამაშში ყველაზე მნიშვნელოვანია ძალა, შემდეგ ფინანსები, ამიტომ ორივე აუცილებელია, რომ განვითარდეთ
ვარჯიში: My Building - Workout area - Workout
მუშაობა: My building - Companies - Get Job - დასაქმდებით იმასთან ვისაც აქვს ყველაზე დიდი ხელფასი - Work
კომპანიები: My Building - Companies

   ბრძოლისთვის, ვარჯისთვის და მუშაობისთვის საჭიროა ენერგია, თუ ენერგია აღარ გაქვთ უნდა იცოდეთ, რომ ყოველ 6 წუთში ერთხელ გევსებათ 10 ენერგია, 10 ენერგიის აღდგენას სჭირდება საკვები (Food), თავიდან ჩვენ დაგეხმარებით საკვებით შემდეგ კი თქვენც არ გაგიჭირდებათ მისი მოპოვება

http://i.imgur.com/Lca1jtO.png


  ასევე ენერგიის შევსება შეგიძიათ ენერგი ბარებით, 1 energy drink უდრის 100 ენერგიას, მაგრამ ეს თქვენთვის ჯერ ადრეა, ენერგი ბარს გაძლევთ დღიური ბრძანების შესრულება, რომელსაც ჩვენი სამხედრო დანაყოფის მეთაური ან კაპიტანი გასცემს.

http://i.imgur.com/ekAjhvP.png


ჩვენი ქვეყნის სტატისტიკა, ეკონომიკა, მეომრები, პოლიტიკოსები, მოკავშირეები, კონგრესი, კანონები და ასე შემდეგ, შეგიძლიათ ნახოთ აქ
Community - My County

   ასევე შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა საინტერესო რეიტინგები სხვადასხვა ქვეყნების აქ
Community - Rankings

   რუკა რომელიც აუცილებლად დაგაინტერესებთ აქ
Community - World map

   თქვენი საცავი, ანუ რას ფლობთ თქვენ აქ
My building - Storage

   
პარტიაში გასაწევრიანებლად შედით აქ და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი პარტია
Community - Party

   გაზეთის შესაქმნელად და სტატიების დასაწერად შედით აქ
Community - Journalism

    


  საკვები ანუ Food გამოიყენება ენერგიის აღსადგენად, სხვადასხვა ხარისხის იარაღი გამოიყენება საბრძოლველად ( თუმცა დასაწყისისთვის სჯობს უიარაღოდ იბრძოლოთ.

 ბრძოლა: შედიხართ ომებში (battles) , იქ ნახავთ მიმდინარე ბრძოლების ჩამონათვალს 
Allies Campany - ჩვენი ან ჩვენი მოკავშირეების ბრძოლები
All campany - ყველა ბრძოლა
   შედიხართ სასურველ ბრძოლაში და აჭერთ FIGHT, ამით თქვენ აყენებთ ზიანს მოწინააღმდეგეს, რაც უფრო ძიერი ხართ მით მეტ ზიანს აყენებთ, რაც უფრო კარგი იარაღით იბრძვით მით მეტ ზიანს აყენებთ


    ბრძოლის მექანიზმი

http://image.prntscr.com/image/06dd7f36781e42f39ad8ed250496c683.png



 
   დააკვირდით სურათზე ციფრებს
ნებისმიერი ბრძოლა გრძელდება 24 საათი, ავიღოთ მაგალითად სერბეთი - ალბანეთი

1 - ბრძოლის კედელი, ანუ პროცენტები გვიჩვენებს რომელი ქვეყანა იგებს და რომელი მარცხდება ამ წუთისთვის
2 - Tirana არის ალბანეთის ერთერთი რეგიონი, ნიშნავს რომ ბრძოლა მიმდინარეობს ტირანისთვის, როგორც ხედავთ სერბეთი უტევს ალბანეთს, ესეიგი ეს ბრძოლა თუ სერბეთმა მოიგო, Titana ს დაიკავებს სერბეთი, თუ წააგო ტირანა დარჩება ალბანეთს და შემდეგი 24 საათის მანძილზე ექნება შეტევის უფლება სერბეთზე
3 - Live ში გვაჩვენებს თუ ვინ იბრძვის და რამხელა ზიანს აყენებს მტერს
4 - იარაღების ჩამონათვალი, აქ შეგვიძლია გამოვიყენოთ სასურველი იარაღი (ახალბედებმა ჯერ ჯერობით არ გამოიყენოთ)
5 - FIGHT იგივე ბრძოლა, ვაჭერთ და მტერს ვაყენებთ ზიანს, თითო დაჭერა უდრის 5 ჰიტს, ანუ 50 ენერგიის დახარჯვას
6 - Countries statistik , დააჭირეთ და ნახავთ ქვეყნების სტატისტიკას ზიანის მიხედვით, ანუ ვინ რამდენი Damage დადო მოკავშირისთვის აღნიშნულ ბრძოლაში
7 - Battle statistic, აქ ნაჩვენებია მოთამაშეების Damage ბი და საერთო ანგარიში ქვეყნებს შორის, ბრძოლას იგებს ის ქვეყანა, რომელსაც უფრო დიდი Damage უდევს ბრძოლის დასრულებისას
8 - Rank , რანკი ანუ სამხედრო წოდება



შედით - Community - My Country 

http://image.prntscr.com/image/4aa94b94abb74d0286443ad74198507e.png



1 - დაიკიდეთ
2 - ეკონომიკა, ანუ მანდ ნახავთ ქვეყნის ბიუჯეტს, რესურსს, გადასახადებს და ასე შემდეგ
3 - პოლიტიკოსები, კონგრესი
4 - ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების ომები, ქვემოთ მოყვანილია ჩვენი ქვეყნის მოკავშირეების სია
5 - კანონები და ხმები, რომლებიც კონგრესმენებს ან პრეზიდენტს გამოაქვთ
6 - საქართველოს მოქალაქეები
7 - მიხვდით რა ამას xD
8 - აქედან შესაძლებელია მოქალაქეობის მოთხოვნა
9 - ვინც ამ წუთას ონლაინშია საქართველოში


     არსებობს სამი სახის არჩევნები
ყოველ 5 რიცხვში - პრეზიდენტის
ყოველ 15 რიცხვში - კონგრესმენების
ყოველ 25 რიცხვში - პარტიის პრეზიდენტის


    სულ ესაა, ვინც ეს ბოლომდე წაიკითხეთ დიდი მომავალი გაქვთ xD, თუმცა კიდევ უამრავი რამ არის სასწავლი, ყველაფერს ერთ სტატიაში ვერ ჩავატევთ

აბრევიატურებს გაეცანით აქ

https://www.erevollution.com/en/article/7024

ასევე დაგეხმარებათ ეს სტატია 

https://www.erevollution.com/en/article/5825

გუდბაი

Support

BlackfuryiApplepapava1zaza cheche

Comments (11)

shen gaixare Laugh
Es, stAtia xo isedac gqonda
დავამატე ბევრი რამე, ეტყობა არც ის წაგიკითხავს და არც ეს
vinc sachiroa iman unda waikitxos me rad minda amis wakitxva tvali gadavavle ubralod Laugh
ოთარის ვუთხარი ;დ
o7
o7
Wina wakitxulimaq es Ara
Esec wavikitxe kai statiAA
o7
ო7 მხეცი ხარ :