Sportmiambe

Published in Georgia - Social interactions and entertainment - 22 May 2016 08:45 - 0





მოგესალმებით ეს არის ახალი გაზეთი Sportmiambe  რომელიშიაც იქნება სპორტის შესახებ ყველაფერი ახლაი კი მოკლედ ევროპის ჩემპიონატი

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016 (ან უბრალოდ ევრო 2016) — უეფა-ს მიერ ჩატარებული რიგით მე-15 საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდება საფრანგეთში
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი იქნება პირველი ევროპის ჩემპიონატებს შორის, რომელის ფინალურ ეტაპზე მონაწილეთა რაოდენობა 24 იქნება. 1996-2016 წლებში ჩატარებულ ჩემპიონატებზე 16 გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ ეტაპზე შეიქმნება ექვსი ოთხგუნდიანი ჯგუფი, ხოლო პლეი-ოფი მერვედფინალებიდან დაიწყება. საფრანგეთის  ნაკრები, როგორც მასპინძელი, არ მონაწილეობდა საკვალიფიკაციო ეტაპზე. 19 გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ პირდაპირ მიიღო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება, ხოლო ოთხმა გუნდმა კი ეს უფლება მიიღო 2015 წლის ნოემბერში გამართული პლეი-ოფის შემდეგ.
საფრანგეთი, როგორც მასპინძელი ქვეყანა, არჩეულ იქნა 2010 წლის 28 მაისს. მან აჯობა თურქეთსა და იტალიას. მატჩები გაიმართება შემდეგი 10 ქალაქის სტადიონებზე: ბორდოლილილანსი,ლიონიმარსელინიცაპარიზისენ-დენისენტ-ეტიენი და ტულუზა. საფრანგეთი მესამედ უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს 1960 და 1984  წლების შემდეგ.
საფრანგეთის ნაკრები ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი: 1984 და 2000 წლებში. ევრო 2016-ზე ტიტულს დაიცავს ესპანეთის ნაკრები, რომელიც ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებულია. ტურნირის გამარჯვებული ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას 2017 წელს რუსეთში გასამართ ფიფას კონფედერაციის თასზე.

Support

Death Angel AzrielblackfunKekr

Comments (0)