GeoNews

Published in Georgia - First steps in eRevollution - 17 Apr 2016 06:56 - 3

მინდა დავწერო საქართველოს დიად მეფეზე. ერეკლე მეორეზე. 
http://i65.%20pic.com/mtpiyu.pngქართლ–კახეთის მეფე ერეკლე II ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც ერთხელ კიდევ აღადგინა ქვეყნის ძლიერება და პრესტიჟი, საამაყო წინაპართა მსგავსად მრავალი გამარჯვება მოიპოვა რიცხვმრავალ მტერზე და ლეგენდად იქცა, დაიბადა თელავში 1720 წლის 7 ნოემბერს. იყო თეიმურაზ II–ისა და თამარ დედოფლის (ვახტანგVI–ის ასული) შვილი. პირველი საბრძოლო ნათლობა 15 წლის ასაკში მიიღო, როდესაც ლეკთა მარბიელი რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში უსარდლა ჯარს. ხალხი სიყვარულით ეპყრობოდა უფლისწულს და მოფერებით „პატარა კახს“ ეძახდა. აღმოსავლეთ საქართველო ამ დროს ირანის მფობელობაში იყო და ამიტომ, ერეკლე ნადირ–შაჰმა თან წაიყვანა ინდოეთის ლაშქრობაში. მართალია მძევლად ჰყავდათ, მაგრამ ისეთ ნიჭიერ სარდალთან ყოფნით, როგორიც ნადირ–შაჰი იყო, უფლისწულმა დიდი გამოცდილება მიიღო.1632 წლიდან თითქმის ასი წლის მანძილზე ქართლის ტახტზე ქრისტიანი მეფე არ ასულა. 1745 წლის 1 ოქტომბერს კი სვეტიცხოველში თეიმურაზ II ქრისტიანული წესით ეკურთხა მეფედ. ეს თავისთავად ქართული პოლიტიკის დიდი გამარჯვება იყო, მითუმეტეს, რომ თეიმურაზი ქართლის მეფედ, ერეკლე კი კახეთის მეფედ დაამტკიცეს. მამა–შვილი ერთად, შეხმატკბილებული მართავდა ქვეყანას. შაჰმა 1747 წელს ერეკლე კვლავ თავისთან დაიბარა. თათბირზე გადაწყდა, რომ ირანში თეიმურაზი წავიდოდა, რადგან ის გამოცდილი დიპლომატი იყო. წასვლის წინ მან ქართლი ერეკლესა და აბდულა–ბეგს (იესეს ძეს) ჩააბარა. ამით თეიმურაზი ცდილობდა აერიდებინა კონფლიქტი მათ შორის, მაგრამ მისი ვარაუდი არ გამართლდა. აბდულა–ბეგმა ქართლის ტახტზე პრეტენზია განაცხადა და ერეკლეს დაუპირისპირდა. ერეკლემ დაამარცხა აბდულა–ბეგი, 1748 წელს თბილისი გაანთავისუფლა და იქ ქართველი მეციხოვნეები ჩააყენა. ამავე წელს ქართლ-კახეთმა უკანასკნელი ხარკი გადაუხადა ირანს.თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II–ის ძალაუფლება სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. მათ მფარველობა სთხოვეს: ერევნის, განჯისა და ნახიჩევანის ხანებმა. მამა–შვილმა ჭარის შემოერთებაც გადაწყვიტა, ჯერ ერთი ჭარი ქართული ტერიტორია იყო და მეორეც, მისი დაკავებით დაღესტნელთა შემოსევების ალაგმვა გაცილებით გაიოლდებოდა. სამწუხაროდ, შაქი–შარვანის ხანის აჯი–ჩალაბის ღალატის გამო ქართველებმა 1751 წელს მარცხი იწვნიეს.ამასობაში თეიმარაზსა და ერეკლეს ახალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ეს იყო სამხრეთ ადარბადაგანის (აზერბაიჯანის) მფლობელი ახატ–ხანი, რომელიც ირანის შაჰობაზეც კი აცხადებდა პრეტენზიას.
http://i66.%20pic.com/2yvrxjp.jpg http://i66.%20pic.com/2yvrxjp.jpg1751 წელს ყირბულახთან (ერევნის მახლობლად) ერეკლემ 3 ათასი ქართველით 18 ათასიანი მტრის ჯარი დაამარცხა. გამარჯვება ბრწყინვალე და შთამბეჭდავი იყო. აზატ–ხანმა ზავი ითხოვა. 1752 წელს განჯასთან ბრძოლაში აჯი–ჩალაბმა ქართველები კვლავ დაამარცხა. ამ მარცხმა თეიმურაზისა და ერეკლეს ავტორიტეტი შეარყია. საჭირო იყო გადამწყვეტი ღონისძიებების გატარება: გაიგზავნა ელჩობა რუსეთში, დაიქირავეს ჩერქეზთა ჯარი. მართალია, რუსეთმა დახმარებაზე თავი შეიკავა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 1752 წლის სექტემბერში აჯი–ჩალაბი სასტიკად დამარცხდა. მიღწეული წარმატებების ფონზე გადაუჭრელი რჩებოდა „ლეკიანობის“ პრობლემა. ნურსალ–ბეგის მეთაურობით წარმოებული ორი ბრძოლა მჭადიჯვართან და ყვარელთან დაღესტნელთა სასტიკი მარცხით დამთავრდა და ამან კახეთის მოსახლეობას ლეკთა თარეშისაგან ამოსუნთქვის საშუალება მისცა. მიუხედავად ამისა, ქართლ–კახეთს ძლიერი მოკავშირე სჭირდებოდა, რომ მიღწეული შეენარჩუნებინათ. ამ მიზნით, თეიმურაზ II რუსეთში გაემგზავრა, სადაც მალევე, 1762 წელს გარდაიცვალა. ერეკლემქართლ–კახეთი გააერთიანა და მას შემდეგ, რაც ირანის შაჰს ქერიმ–ხან ზენდს მისი მეტოქე აზატ–ხანი დატყვევებული გაუგზავნა, მეფობა დაიმტკიცა.მეფის მტკიცე ხელი, ქსნისა და არაგვის საერისთავოების გაუქმება, ბატონყმური ურთიერთობების რეგლამენტაცია, თავადთა შორის უკმაყოფილებას იწვევდა. მათ გადაწყვიტეს მეფის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა და ტახტზე ვახტანგVI-ის უკანონო შვილის პაატა ბატონიშვილის დასმა, მაგრამ შეთქმულება გამჟღავნდა და ერეკლემ დარბაზის საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელმაც დამნაშავეებს სასტიკი განაჩენი გამოუტანა. მკაცრი სასჯელი მაგალითი უნდა ყოფილიყო მეფის მოწინააღმდეგეებისათვის.1768 წელს დაიწყო რუსეთ–თურქეთის ომი. ერეკლემ გადაწყვიტა ესარგებლა ამით და თურქეთისგან მიტაცებული მიწები დაებრუნებინა, ამიტომ რუსეთის ჯართან ერთად, რომელსაც გენერალი ტოტლებენი სარდლობდა ახალციხისკენ დაიძრა, თუმცა 1770 წლის 19 აპრილს ასპინძის ციხესთან ტოტლებენმა მიატოვა ერეკლე და ქართლში დაბრუნდა. ერეკლემ მარტომ შეძლო მტრის დამარცხება, მაგრამ იძულებული გახდა თავადაც ქართლში დაბრუნებულიყო. ამის მიზეზი გენერლის საქმიანობა გახლდათ, რომელიც დაუკავშირდა ერეკლეს მოწინააღმდეგე თავადებს, დაიწყო ციხეების დაკავება და ხალხის დაფიცება რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე. ერეკლემ აღკვეთა მისი ქმედება, თუმცა საეჭვოა, რომ ტოტლებენის მთელი ეს საქმიანობა მხოლოდ მისი პირადი ინიციატივა ყოფილიყო.უშედეგოდ დამთავრდა 1772 წელს კათალიკოს ანტონ I–ისა და მეფის ძის ლევან ბატონიშვილის რუსეთში ელჩობაც. რუსეთის ჯარის საქართველოში ყოფნამ არანაირი სარგებელი არ მოუტანა ქვეყანას, თუმცა ერეკლე მიხვდა რეგულარული ჯარის მნიშვნელობას და 1774 წელს გადაწყვეტილება მიიღო მორიგე ჯარის შექმნის შესახებ. მეფის ამ ინიციატივას სათავეში ჩაუდგა ლევან ბატონიშვილი, მაგრამ 1781 წელს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. უფლისწულის გარდაცვალებამ, შექმნილმა მძიმე საგარეო პოლიტიკამ, ერეკლე მიიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საბოლოოდ დაკავშირებოდა რუსეთის იმპერიას. რუსეთი თავის მხრივ უაღრესად დაინტერესებული იყო ამ საკითხით, თუმცა რუსეთის დიპლომატიამ საქმე ისე წარმოაჩინა, რომ ხელშეკრულების ინიციატორი ერეკლე იყო. 1783 წლის 24 ივლისს ჩრდილო–კავკასიის ციხესიმაგრე გეორგიევსკში მფარველობით ტრაქტატს ხელი მოეწერა. იგი ითვალისწინებდა ბაგრატიონთა ტახტის შენარჩუნებას, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობასა და ომიანობის შემთხვევაში მის დახმარებას, მაგრამ რუსეთი არც მაშინ დახმარებია საქართველოს, როცა 1783 წელს ომარ–ხანი შემოესია და არც მაშინ როცა აღა–მაჰმად–ხანმა კრწანისის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ქართველები და თბილისი გადაწვა. 75 წლის მეფე თავგანწირვით იბრძოდა. შვილიშვილებმა იგი ძლივს გაარიდეს ბრძოლის ველს.მარცხმა მძიმედ იმოქმედა, როგორც პირადად მეფეზე, ასევე მის სამეფოზეც. 1798 წლის 11 იანვარს ერეკლე II თელავში, თავის სასახლეში იმ ოთახში გარდაიცვალა რომელშიც დაიბადა. მგლოვიარე ერმა მისი ცხედარი სვეტიცხოველში დაკრძალა.http://i63.%20pic.com/ffbzuv.jpg

Support

Comments (3)

განვიხილავთ!
სურათებს არ აჩვენებს და ჩაასწორე. ინგლისურადაც რომ დაწერო კარგი იქნება Smile
suratebis links tavisi chasagdebi aqvs statiashi da iidan chasvi pirdapir rom akopireb ar chans