Grizzlys Academy

Published in Georgia - Social interactions and entertainment - 17 Jul 2017 13:07 - 2

http://www.picz.ge/img/s1/1705/1/a/ac34a2b3ec54.jpg

მეგობრებო,
ზაფხულია, ცხელა-ცხელა და ყველა დასასვენებლად მიდის. ჩვენ საქმიან უსაქმურებს დრო გვაქვს და თან ქვეყანაა მისახედი. როგორც იცით იმ შავბნელი თვეების შემდეგ ესაქართველო ჩამოშორდა სოციალურ ქსელებს. კერძოდ, როცა პატივცემული ავთანდილი დაბლოკეს ადგა და ქვეყანას FB გვერდი წაართვა. შავბნელი თვეების შემდეგ ქვეყანას ე.წ. ბეიბი ბუმი არ ჰქონია. მეტიც მოთამაშეებს ან პოტენციურ მოთამაშეებს სოც ქსელში ჩვენი თამაშის ისტორიების შესახებ წვდომა არ ჰქონდა.

ამიტომაც გადავწყვიტე მეგობრებთან ერთად შემექმნა FB გვერდი eRevollution Georgia და პატრიოტი მოთამაშეების საკომუნიკაციო ჯგუფი ამავე სახელმწოდებით. ასევე გვაქვს youtube არხი.

რა არის ამ ყველაფრის მიზანი?
ამ ყველაფრის მიზანია, რომ ქვეყანას ქონდეს გამართული კომუნიკაცია სოციალურ ქსელში. მოეწყოს ბეიბი ბუმები და მოთამაშეებს აქტიურად დავეხმაროთ როგორც აქ(დისკორდის დახმარებით), ასევე ფბ-დანვე. დავაბრუნოთ თამაშიდან წასული მოთამაშეები და მეტი მუღამი მიეცეს თამაშს.

რა აქტივობებს განვახორციელებთ ფბ გვერდზე?
- განვათავსებთ საინტერესო პოსტებს თამაშის შესახებ
- განვათავსებთ თქვენს საინტერესო სტატიებს
- განვათავსებთ საღადაო მემეებს, ვიდეობს და სხვა.
- განვათავსებთ სხვადასხვა ბრძოლების ვიდეოებს.
- მოვაწყობთ ბეიბი ბუმებს და ა.შ.
- დავგეგმავთ სხვადასხვა პიარ კამპანიებს.

რისთვის შეიქმნა ფბ ჯგუფი?
- ფბ ჯგუფი აერთიანებს ყველა პატრიოტ მოთამაშეს, სადაც თქვენ შეგიძლიათ სწრაფად დაუკავშირდეთ, მეტად დავუახლოვდეთ ერთმანეთს და ერთ გუნდად შევიკრათ მთელი ქვეყანა ^_^
- ფბ ჯგუფში განთავსდება მნიშვნელოვანი განცხადებები. ისე კი თავისუფალია, შეგიძლიათ რაც გინდათ წეროთ.

როგორ შეგიძლიათ თქვენ ჩაერთოთ?
- თუ ხართ აქტიური ფეისბუქელი, კარგად იცით ფეიჯის მართვა. კარგად იცნობთ თამაშის სტრუქტურას, ან იცით ფოტოშოპი, შეძლებთ ბრძოლებისთვის ვიდეოების გადაღებას მომწერეთ და თუ სურვილი გექნებათ მოგცემთ წვდომას ფეიჯზე.
მოკლედ, რომ ვთქვათ ბევრი კრეატიული ტიპია საჭირო ამხელა კონტენტის გასააქტიურებლად, ასე რო გელოდებით PM (ოთარ შენ არა! :D)

ფბ გვერდი და ჯგუფი ერთმანეთში ინტეგრირებულია, ამიტომ მაქსიმალურად კარგი საკომუნიკაციო კომპლექსი უნდა შედგეს.

მაშ ასე გელოდებით, მოიწონეთ და შემოუერთდით
ესაქართველოს სოციალურ სივრცეში ^^

eRevollution Georgia Facebook Page

eRevollution Georgia Facebook Group

eRevollution Georgia YouTube Channel

https://media.giphy.com/media/26FmPX0RBmzdY2HmM/giphy.gif

Support

Sultan Haydar Bas

Comments (2)

❤️❤️❤️ warmatebebi bevr moxalises iqneba imedia
Nwnwnw winaswar damiwera roarmimewera Laugh