Braum News

Published in Georgia - Political debates and analysis - 04 Jun 2017 15:08 - 12

http://www.picz.ge/img/s2/1706/5/d/d2b17e309211.png
მოგესალმებით! 
( go down for English version of vortex members )
ალბათ ასე თუ ისე ყველა მიცნობთ. თამაში შარშან, 21 მაისს დავიწყე. ნელ-ნელა ვვითარდებოდი, ვუყურებდი როგორ მართავდნენ ქვეყანას, ხან ცუდად, ხანაც კარგად. სულ მინდოდა წვილი შემეტანა ჩემი ქვეყნის განვითარებაში. ეს ხან მთავრობაში, ხან მთავრობის გარეთ ყოველთვის გამომდიოდა. ახლა კი მინდა ამ სურვილის განხორციელება პრეზიდენტის რანგში გავაგრძელო.  
მოგეხსენებათ ახლა დიდი ომიანობა გვაქვს. ერთ ფრონტზე სლოვენიაა, მეორეზე ხორვატია. ისინი ცდილობენ ჩვენ დაჩოქებას, მაგრამ ჩვენ მათ აქეთ ვაჩოქებთ.
ალიანსი ცალკე თემაა. მანდაც ყველა ქვეყანას ომი აქვს, ამიტომაც ყველა საკუთარი თავის იმედზეა. ვვ-ს გარდა სხვა ყველა ალიანსი საქართველოს წინააღმდეგ გაერთანდა. ცინგლიანმა სომხეთმაც კი სცადა გათავისუფლება მაგრამ ნურას უკაცრავად. ამიტომაც დროა ყველა ერთად დავდგეთ, გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის და გაძლიერებისთვის. ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის!
ახლა კი გაგაცნობთ საარჩევნო პროგრამას: 

ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას, თავდაცვას შევეხოთ. პირველ რიგში ჩემი  მთავარი მიზანი იქნება, რომ ყველა ქართველს მაღალი კიტის (დოპინგის) ქარხანა ჰქონდეს და რათქმაუნდა მისი წარმოებაც თავისუფლად შეეძლოს. ამ ეტაპზე ქვეყნის სიძლიერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია კიტი. ახალი განახლების თანახმად მოთამაშეს შეუძილია უკვე ჰქონდეს 2 კიტის საწარმო. ამიტომაც მე და ჩემი ერთგული ხალხი ვეცდებით ყველა ძლიერ მოთამაშეს დავუფინანსოთ 50% მთლიანი ღირებულებისა. ასევე თუ ბიუჯეტი იმის საშუალებას მოგვცემს, რომ სავარჯიშოები გავაძლიერებინოთ ხალხს, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. 

ჩემი მეორე მიზანი იქნება SMS მობილიზაციის დახვეწა. პირადად მე გავაკეთებ სიას, სადაც იქნება ყველა მებრძოლის საკონტაქტო ინფორმაცია (თუ ისინი თანახმა იქნებიან ამ ინფორმაციის მოცემაზე) . ყველა მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ მოხდება დისქორდის ჩატში შეკრება და იქ მობილიზაცია, ზიანის განაწილება და სხვა. ჩვენ იმდენი აჯანყება გვაქვს ხოლმე მოსაგერიებელი, რომ მობილიზაციის გარეშე ბონუსების შენარჩუნება თითქმის შეუძლებელია. ასევე გაითვალისწინეთ რომ მსოფლიო ომი გრძელდება და კაციშვილმა არიცის როდის დამთავრდება, ამიტომაც საჭიროა მუდამ ფხიზლად ყოფნა. კარგი იქნება თუ პატარა ტრადიციასავით გვექნება ყოველ საღამოს შეკრება.

რაც შეეხება Vortex - ს. ეს არის წინა მთავრობის მიერ გადადგმული გონიერი ნაბიჯი. ეს არის უცხოელი ქართველების დანაყოფი, რომელიც ათეულობით მილიარდს გვაზოგინებს. ისინი ჩვენი ძალის დიდი ნაწილია. მე და ჩემი ხალხი ვაპირებთ ამ დანაყოფის უფრო გაძლიერებას და გააქტიურებას. რაც უფრო დიდ პოტენციალს მოგვცემს მომავალში გამარჯვებების მისაღწევად. 


ახლა გადავიდეთ ეკონომიკაზე. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით შევინარჩუნოთ ბონუსები, დაბალი გადასახადები და მაღალი შემოსავალი. შესაბამისად ვეცდებით მოვიზიდოთ უცხოელი მწარმოებელი. ამისათვის ჩვენ გავაგრძელებთ Q4 მატერიალების პროგრამას, რადგან მატერიალების დიდი წარმოება ხელს უწყობს ქართველ მწარმოებლებს დაიტოვონ დიდი მოგება, შესაბამისად ბაზარიც ყოველთვის დარეგულირებული იქნება. მატერიალის დაბალი ფასი განაპირობებს მეტი უცხოელი მწარმოებელის ჩამსვლას, რადგან ბევრი უცხოელი მატერიალს ბაზრიდან ყიდულობს და არა აწარმოებს. მეტი მწარმოებელი უდრის მეტ შემოსავალს. მეტი შემოსავალი ნიშნავს უფრო ძლიერ ხალხს. უფრო ძლიერი ხალხი კი უფრო ძლიერ იმპერიას.  

ჩემი შემდეგი მიზანი იქნება კადეტების მაქსიმალური ინტეგრაცია მოხდეს გამოცდილ მოთამაშეებთან. ამას საკუთარი გამოცდილების გამო ვაკეთებ. რომ არა "უფროსები" მე თამაშს ვერაფერს გავუგებდი. ასევე ვეცდები ჩაძინებული მოთამაშეების გამოღვიძებას. ძალიან ბევრია ვისაც დიდი ზიანის მიყენება შეუძია მტრისათვის, მაგრამ თამაში ეზარება. მე მათ მოტივირებას ვეცდები, რადგან ასეთ ადამიანებში დიდი ძალა იმალება. 

რაც შეეხება საგარეო საქმეებს. ჩემი ურყევი პოზიციაა, რომ საქართველო აუცილებლად მოწინავე ქვეყანა და ასევე ალიანსის ერთგული. ამ სფეროში თვითონაც მაქვს გამოცდილება, ვინაიდან ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი. ასევე მინისტრად მეყოლება საქართველოში ერთ-ერთი გონიერი და გამოცდილი ადამიანი Aveun.  

(English version) 
CP candidate talking about Vortex:
Vortex is a big power of Georgia today. Their members are helping Georgians to be stronger in the battlefield against enemies. So me and my people want to make this MU bigger and stronger. We want to make more events for their members to make the game more enjoyable. 

ვფიქრობ ჩემი სტატია მოგეწონათ და არჩევნების დღეს ჩემი ამომრჩევლების იმედი მაქვს!!! 
 
ONE FOR ALL ! ALL FOR ONE !
 http://photos1.blogger.com/blogger2/5441/247036221365615/400/vote_for_me.jpg

Support

GigaAveunM A N T E XTs1loTs1loDecimoBALANTA BALANTA

Comments (12)

#voteforsolider
#voteforsolider
ოთარას ხმა მაქ ამიერისან მშვიდად მოვკვდები Laugh
მატერალის დაბალი ფასით სხვისი მოზიდვა კარგია მაგრამ რას იტყვი ქართველებზე რომლებიც მატერიალს აწარმოებენ და მას ყიდიან დარჩებათ კი მათ რეალური მოგება ? სანამ უცხოელებს მოვიზიდავთ შიდა მწარმოებლებს დაეხმარეთ რომ უცხოელებისთვის კონკურენციის გაწევა შეძლონ მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ ეკონომიკის გაძლიერებას რო ვთქვათ ეკონომიკა ახლაც არაა სუსტი მაგრამ თუ კიდე მომატება გინდათ ჯერ შიდა სამზარეულოს უნდა მიხედოთ
ო7 ბრო
ვინც მატერიალებით შოულობს ფულს სწორედ მათთვისაა Q4 მატერიალების პროგრამა მისწრება. თუ გინდა დაგილინკავ სტატიას და გაეცანი კარგად
მე იმაზე ვამახვილებ ყურადღებას რომ კონკურენციის გაზრდასთან ერთად ფასიც დავარდება თორე მეც გავეცანი და ვისარგებლე 23 ქარხანა ჩავდგი ამ პროგრამით . მომავალში რომ წამადგება იმ მიზნით თორე მატერიალიტ აშენების რო არ მწამს ესეც ფაქტია :დ
მეც მატერიალებით ვშოულობ ფულს ამდენი ხანია :დ
მოგება ფაქტიურად არ არის 300 გოლდს ვერ ამოვიღებ ალბათ 3 წელი :დ
მიდი სანდრო G-გარი კაცი ხარ #voteforsolider
o7
ekonomikashi refaundi ar dagaviwydet. ekonomikis mnishvnelovani roli ukavia