Damnation

Published in Georgia - First steps in eRevollution - 22 Apr 2017 12:07 - 1

მოკლედ დავიწყოთ, პირველ რიგში მოგესლამებით მეგობრებო,მე ვარ ლადო,სამხედრო დანაყოფის ერთ-ერთი კაპიტანი, როგორც იცით ეს თამაში არის ჩვენი სამყაროს ვირტუალური ვერსია, აქ არის ყველაფერი,
პოლიტიკა,ომები,წარმოება,ვაჭრობა და ასევე ჟურნალისტიკა, დღეს სწორედ ჟურნალისტიკაზე მინდა გესაუბროთ. ნებისმიერ თქვენგანს შეგიძლია გქონდეთ 
საკუთარი გაზეთი რისი შექმნაც 6 გოლდი ჯდება მემგონი, გაზეთზე დააყენებთ ნებისმიერ ლოგოს და ქოვერს, დაწერთ სტატიებს 
სხვადასხვა თემებზე და ასე შემდეგ. 

                                            ჯერ გეტყვით რატომ უნდა გქონდეთ გაზეთი და შემდეგ როგორ უნდა დაწეროთ წარმატებული სტატია
1. $ფული$ - კარგ სტატიას ყოველთვის ბევრი შემოწირულობა აქვს, ეს შემოწირულობა არის 5,10 ან 25 ლარი რაც შეიძლება გახდეს კარგი შემოსავლის წყარო (მითუმეტეს დამწყებთათვის)
2.სახელი - სახელში არ ვგულისხმობ გაზეთის სახელს არამედ იმას ,რომ თუ თქვენ გექმებათ წარმატებული და შესაბამისად ცნობილი გაზეთი, თქვენ ადვილად შეძლებთ სახელი გაითქვათ ე-რევოლუშენის საზოგადოებაში, რაც დაგეხმარებათ პოლიტიკურ წინსვლაში.
3. უსაქურობის დაძლევა - მოგეხსენებათ ამ თამაშში ხშირად არის ისეთი მომენტები როდესაც არ იცით რა ქნათ, უკვე იმუშავეთ,ივარჯიშეთ, იბრძოლეთ და ენერგია დახარჯეთ. მაგრამ სტატიის დაწერა სრულიად უფასოა, დღეში იმდენს დაწერთ რამდენსაც გაქაჩავთ :დ ან სანამ მოგბეზრდებათ.
4. პოლიტიკური წინსვლა - როგორც ზემოთ უკვე ვახსენე, კარგ ჟურნალისტს ადვილად შეუძლია გახდეს კარგი პოლიტიკოსი, რადგან თქვენ უკვე შეძლებთ გაანალიზოთ თუ რა სჭირდება ქვეყანას, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და გავლენა გქონდეთ ქვეყნის მოქალაქეებზე.

                                                                            ეხლა გეტყვით თუ როგორ უნდა დაწეროთ წარმატებული სტატია.
1. სათაური - სათაური დიდ როლს თამაშობს სტატიის წარმატებაში, სწორედ სათაურით უნდა მოხიბლოთ მკითხველი, და გაუჩინოთ მეტის წაკითხვის სურვილი ,ყოველთვის ეცადეთ რომ სათაური შეესაბამებოდეს სტატიის თემას, იყოს საინტერესო და ინტრიგული :დ
2. ფოტოები- ეცადეთ რომ სტატია მდიდარი იყოს სხვადასხვა სურათებით, რათქმაუნდა ეს სურათები სტატიის თემას უნდა შეესაბამებოდეს, მაგრამ ზედმეტი სურათი არასოდეს არა არის კარგი.
3. #წერექართულად - ეცადეთ რომ სტატია იყოს დაწერილი ქართული შრიფტით, რადგან ინგლისურად დაწერილი სტატია დისკომფორტს შეუქმნის მკითხველს.
4.კომენტარების კითხვა/რჩევების გათვალისწინება- რაც არ უნდა საინტერესო და ყველანაირად გამართული იყოს სტატია კრიტიკოსი მაინც ყოველთვის გამოჩნდება, ყოველთვის წაიკითეთ კომენტარები და გაითვალისწინეთ ჯანსაღი კრიტიკა, რადგან თქვენ საზოგადოებისთივს მუშაობთ.
არის ესეთი საიტი PIKOCHART.COM. აქ შეგიძლიათ შექმნათ საინინტერესოდ გაფორმებული სტატიები სურათის სახით. პირადად მე ას ვებ გვერდს ვიყენებ და ძალიან მაგარია.
მოკლედ სულ ეს იყო. ასევე დავამატებ იმას რომ თუ მოგინდებათ გაზეთი აწარმოოთ მომწერეთ დაგეხმარებით ყველანაირად: შეგიქმნით გაზეთის ფოტოს,ქოვერს და ასე შემდეგ
აბა ეხლა კითხვები გამოუშვით :დ

პ.ს. გრამატიკუს შეცდომებს არ ვიმჩნევთ, უცებ დავწერე

Support

Grizzly021

Comments (1)

o7