Red Aye

Published in Georgia - Social interactions and entertainment - 31 Mar 2017 02:42 - 2

დღევანდელი გაზეთის ნომერი შეიცავს ინფორმაციას ფასდაკლებასა და ზოგიერთი მნიშვნელოვანი განახლების შესახებ. ზოგიერთი თქვენგანი უკვე სპეკულირებდა, რომ ფასდაკლება იქნებოდა აპრილში და თქვენ მართლები აღმოჩნდით, ფასდაკლება იქნება სამშაბათიდან 11 აპრილიდან ხუთშაბათამდე 14 აპრილამდე. 25% ფასდაკლება  გავრცელდება ყველა სახის შენობაზე მათ შორის ყველა სახის სავარჯიშო მოედანზე.

ახლა რაც შეეხება განახლებებს. პატარა ქვეყნები ჯერ კიდევ ეცემიან და აქვთ მძიმე კონკურენციის პერიოდი მჩაგვრელთაგან. 3:) ვფიქრობთ, აჯანყებების (რვ) ახალი სახის განახლება მნიშვნელოვნად დაეხმარება მათ. განახლება დაემატება დღეიდან და საშუალებას მისცემს ქვეყანას დაიწყოს ორი აჯანყება (რვ) ერთად შესვენებების გარეშე (ადრე იყო მხოლოდ ერთი აჯანყების მოწყობის შესაძლებლობა და ისიც 24 საათიანი ინტერვალით).

რამდენადაც ჩვენნ მივიღეთ ბევრი შეკითხვა ქ5 სავარჯიშო მოედნის თაობაზე, ახალი სურათებიდან გამომდინარე, გაცნობებთ რომ უახლოეს მომავალში არ იქნება არანაირი განახლება ქ5 სავარჯიშოს გარშემო.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ თუ კი გაქვთ რაიმე სახის წინადადება შეგიძლიათ განაცხადოთ ფორუმზე.
ჩვენ განვიხილავთ ყველა განცხადებას და თუ კი ორმელიმე იდეა მართლა კარგი აღმოჩნდება დავამატებთ მას თამაშში.

(შემდეგ კი არის ინფორმაცია ბერძნებისთვის რომლებსაც უკვე Paysafecard ით შეუძლიათ გადახდა)

როგორც შეამჩნიეთ, ჩვენ დორდადრო ვამატებთ ახალ სურათებს ყველაფრისთვის. როგორც ეს მოხდა მედლების და სავარჯიშო მოედნების შემთხვევაში, ჩვენ ასევე ვმუშაობთ სხვა შენობებზე.

ჩვენ ასევე ვეძებთ ორ მოდერატორს, თუ კი დაინტერესდებით გააკეთოთ განაცხადი, გთხოვთ მხედველობაში მიიღოთ შემდეგი:
-ასაკი 20 წელს ზემოთ
-დღეში სულ მცირე 2-3 საათიანი წვდომა კომპიუტერთან 
-უნდა იყოს აქტიური რამდენადაც შესაძლებელია
-ინგლისურის კარგად ცოდნა
-უნდა იყოს აკრძალვის (ბანის) გარეშე

თუ კი გადაწყვეტთ განაცხადოთ, ჩვენ მოვითხოვთ რომ ისაუბროთ/დაწეროთ თქვენს შესახებ იმდენი რამდენიც შესაძლებელია, მაგალითად საიდან ხართ, რამდენი წლის ხართ, რამდენი დრო გაქვთ, რას საქმიანობთ, თუ გაქვთ რაიმე სახის გამოცდილება მოდერატორად ყოფნის. რაც უფრო კარგად წარმოაჩენთ თქვენს თავს, მით უფრო მაღალი შანსი გაქვთ გახდეთ მოდერატორი. 
ზოგიერთი შეკითხვა, რომელზე პასუხიც დაგეხმარებათ აპლიკაციის უკეთ შევსებაში:
-გაქვთ თუ არა რაიმე სახის გამოცდილება, მოდერატორად ყოფნისა, სხვა თამაშში?
-სწრაფად სწავლობთ?
-ყოფილხართ თუ არა ოდესმე დაბლოკილი ე-რევოლუციაში?
-გაქვთ თუ არა სამუშაო?
-გაქვთ თუ არა კომპიუტერთან წვდომა სულ მცირე დღეში 2-3 საათის განმავლობაში?
-თამაშს კომპიუტერით თამაშბთ თუ მობილური ტელეფონით?
-ხართ თუ არა აქტიური სკაიპში?
-რა არის ის მიზეზი იმისა, რის გამოც განაცხადეთ მოდერატორის პოზიციაზე?
-როგორ ფიქრობთ, რეალურად რა შეგიძლიათ შესთავაზოთ მოდერატორთა გუნდს?
-აღწერეთ თქვენი პერსონაჟი 
გამოაგზავნეთ თქვენი აპლიკაცია შემდეგ ე-მაილზე: erevollutiongame@gmail.com

სასიამოვნო დღეს გისურვებთ!

Support

blick skullHanibalMukhrani

Comments (2)

v
o7