Jolly Roger

Published in Georgia - Social interactions and entertainment - 19 Mar 2017 04:24 - 3

როგორც იცით Geobody დაწინაურდა და გახდა კადეტების მეთაური და განათლების მინისტრი. ამიტომ გადავწყვიტე მასთან ინტერვიუ ჩამეწერა, რაზეც ის დიდი სიამოვნებით დამთანხმდა.

- რამდენი ხანია რაც დაიწყე ამ თამაშის თამაში და საიდან გაიგე მის შესახებ?


- თამაში დავიწყე მიახლოებით 2 თვის წინ. არ მინახია არცერთ სოციალურ ქსელში უბრალოდ მეგობარმა მითხრა ვირტუალურ პოლიტიკას ვთამაშობო და დავინტერესდი

- საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდით ამ თამაშში. ძირითადად რამ განაპირობა ეს?

- ალბათ იმან განაპირობა რომ ძალიან მეგობრული ვარ უცებ გავიცანი ბევრი ხალხი დავუმეგობრდი და თან ყველა ხედავდა ჩემ მონდომებას და იმას რასაც მე ვაკეთებდი... ზოგადად ნებისმიერ საქმეს რასაც ხელს მოვკიდებ ვცდილობ მაქსიმალურად კარგად შევასრულო ასერომ ბევრი რამ კარგად გავაკეთე ჩემი აზრით

- ძირითადად ვინ დაგეხმარა ამაში?

- კონკრეტული პიროვნებები რთული ჩამოსათვლელია... ასე ვერ გამოარჩევ ბევრს აქვს წვლილი მიღებული... თუმცა ზოგადად იმაში რომ თამაში პირველ დღეს გავაგრძელე და თავი არ დავანებ დიდი წვლილი აქვს Cavea -ს... პირველ დღე იმდენი რამე ამიხსნა და ისე დამეხმარა რო მუღამი მომეცა მეც იგივე მეკეთებინა

- იუთუბზე გავრცელდა ამ თამაშის ვიდეო. უყურე მას? დაგეხმარა?

- ზოგადად არ მიყვარს ვიდეოებით გაგებული თამაში... მირჩევნია ჩემით ჩავუჯდე მთლიანად დავათვალიერო თამაში გავერკვიო რას რა აკეთებს ვკითხო ხალხს + ეს მეხმარება დავუმეგობრდე მათ...

- დღეში დაახლოებით რამდენ ხანს თამაშობ?

- არის დღეები სრულად აქ ვარ 15 საათი მაინც თამაშში... მაგრამ როგორც ყველას მეც მაქ საქმეები და მაქვს დღეები როდესაც 3-4 საატზე მეტს ვერ ვახერხებ აქ ყოფნას... რადგანაც ბევრ საქმეები და ბევრი პასუხისმგებლობები მაქ ყველამ იცის რო დიდი დრო გჭირდება აქ

- ამ თამაშის გარდა კიდევ რითი ხარ დაკავებული? რომელი სპორტი მოგწონს?

- დაკავებული ვარ სამსახურით , ვარჯიშით , სწავლით და ასე შემდეგ... სპორტი ყოველთვის მიყვარდა და მომწონდა ბილიარდი !

- რას ურჩევდი დამწყებ მოთამაშეებს?

- დამწყებ მოთამაშეებს ვურჩევდი რომ ისწავლონ თავისით ყველაფერი და ეცადონ ბევრთან დამეგობრება :)) ასევე ის რომ იყონ აქტიურები და აკეთონ საერთო საქმე დანარჩენი კი დაუფასდებათ !

- რა არის შენი მიზანი არ თამაშში?

- ჩემი მიზანია ვიმეგობროთ ვიძმაკაცოთ აქ საერთო სამე ვაკეთოთ და გავხადოთ ესაქართველო ისეთი ძლიერო როგორიც გვინდა რომ რეალურად იყოს !

- რას აპირებ მომავალში?

- იგივეს რასაც ახლა ვაკეთებ... მინდა დავეხმარო ხალხს და მინდა რამით ხელი შევუწყო საქართველოს განვითარებას და რა პოზიციიდან ვიზავ ამას მომავალში ჯერ არ ვიცი

- კადეტებთან დაკავშირებით რამეს ხომ არ იტყოდი? შენს სტატიაში წავიკითხე დაფინანსებას ვაპირებოო. უფრო კონკრეტულად რომ თქვა თუ შეგიძლია?

- კადეტები ჩემი საყვარელი თემა :3 ამ ხალხზე ვაფანატებ თავით გავიტან მათ ინტერესებს ! დაფინანსებას რაც შეეხება უკვე მოვიპოვე სახელმწიფოსგან მათთვის დაფინანსება რომ დავუფინანსო საკვები სახლები და ომის პერიოდში იარაღი უფასოდ ან იაფად... ასევე ერთხელ პატარა კონკურსი ჩავატარე რამოდენიმე კითხვაზე პასუხს ვითხოვდი და ამაში ვიხდიდი ქ3 პურით :))ასეთ კონკურსებს გავაგრძელებ! თვენახევარია ამ საქმეს ვემსახურები და ჯერ ასეთუისე ნორმალური დაფინანსება არ მქონია და სულ ჩემი ხარჯებით ვაკეთებდი... ახლა კი მოვიპოვე დაფინანსება და ჩემს ფინანსებსაც დავახმარ და კადეტებს ვეცდები არ მოვაკლო არაფერი !

- ძალიან კარგია. განათლების მინისტრობაზე რაღას იტყოდი?

- ვაპირებ განვაახლო საგანმანათლებლო აკადემია სახელწოდებით კადეტთა აკადემია ოღონდ დისქორდში... სადაც ლექციებს გამოცდილი მოთამაშეები ჩაატარებენ და იქნება კითხვა პასუხის რეჟიმი... გაირჩევა ბევრი კარგი თემა... განათლებაში ბევრი სხვა საინტერსო რამ იგეგმება რაზეც ჯერჯერობიტ თავს შევიკავებ და არ ვიტყვი

- კარგი. ამით ჩვენი ინტერვიუ დამთავრდება და მინდა წარმატებები გისურვო ყველა სფეროში.

- გისურვებ წარმატებებს შენც და მადლობა ინტერვიუსთვის




Support

Admiral GeobodyV E N D E T T AV E N D E T T AV E N D E T T AV E N D E T T AV E N D E T T AV E N D E T T AV E N D E T T AV E N D E T T AV E N D E T T ACaveaCaveaCaveaCaveaBlackfuryTs1loTs1loHeLL KnNiGhT

Comments (3)

მიხარია რომ შენნაირები თამაშობენ Kiss*
o/ body
o7 ukve ufroso