Jolly Roger

Published in Georgia - Social interactions and entertainment - 06 Mar 2017 11:10 - 0

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას ქართველი იუთუბერების შესახებ.
№1
TheCreeperWorld Gaming
ეს გახლავთ ერთ-ერთი ცნობილი ქართველი იუთუბერი. მისი სახელია გიგი. ის ამჟამად სტუდენტია და იღებს საინტერესო და საკმაოდ მაღალი ხარისხის ვიდეოებს გეიმფლეებს მეგობრებთან ერთად. მას ჰყავს დაახლოებით 28 000 გამომწერი. მისი პოპულარული ვიდეოებია Grand Theft Auto V - სასაცილო მომენტები #1, ეცადე არ გაიცინო #1 და ა.შ. პირადად მე გირჩევთ და მოგიწოდებთ მხარი დავუჭიროთ მას და ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა იუთუბერს და დავეხმაროთ არხის გაფართოებაში.
https://www.youtube.com/user/GMTMinecraft
№2
GeoGamer720p
გიო გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო იუთუბერი რომელიც მე მინახავს, თუმცა ის ხშირად იკარგება და ამჟამად ვიდეოებს აღარ ტვირთავს ხშირად. გირჩევთ უყუროთ მის ადრინდელ ვიდეოებს ძალიან იხალისებთ. მას ჰყავს 9700 გამომწერი.
https://www.youtube.com/user/GeoGamer720p
№3
Gaming PC
ეს არის ჰანიბალას არხი. ის აქ არამარტო გეიმინგ არამეტ სხვა ვიდეოებსაც ტვირთავს. მისი მეორე (იდეაში პირველი) კონტენტია კომპიუტერული ტექნიკა, სხვადასხვა ვიდეობარათების და რაღაცეების განხილვა და ა.შ. მას ჰყავს 14 500+ გამომწერი და საკმაოდ წარმატებულია.
https://www.youtube.com/channel/UCLUkJt-h5U0GqrLwCKv4Arw
№4
Mikheil HD
ეს გახლავთ ბატონი მიხეილის არხი, სადაც ის ტვირთავს საკმაოდ საინტერესო ვიდეოგაკვეთილებს, საიდანაც ბევრ რამეს ისწავლით. იგი ასევე აკეთებს სხვადასხვა ტექნიკის მიმოხილვას და ა.შ. მას ჰყავს 15 500+ გამომწერი.
https://www.youtube.com/user/mikheilhd
№5
IrakliGamer და GiorgiGames
ესენი გახლავთ ძმები იუთუბერები, რომლებიც ცხოვრობენ ესპანეთში. ძირითადად იღებენ GTA V-ს და Need For Speed-ს, თუმცა ასევე სხვა თამაშებს თამაშობენ. ვიდეოები ძალიან საინთერესო და სახალისოა. გიორგის ჰყავს 35 000+ გამომწერი, ირაკლის კი 45 500+
https://www.youtube.com/channel/UCPFu67DUDvZ-gxiaygeWsDg
https://www.youtube.com/channel/UCbvXfVIuFUm6ivN-BeAN-rg

Support

Comments (0)