Jolly Roger

Published in Georgia - Social interactions and entertainment - 04 Mar 2017 10:34 - 1

ამ სტატიაში ისევ ვიდეოთამაშებს შემოგთავაზებთ, რადგან ამნაირ სტატიას ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, რისთვისაც დიდი მადლობა მიდა გადავუხადო E N I G M A 2-ს და Giorga16-ს.
№1
SurvivalCraft
ეს არის მაინკრაფტის ერთ-ერთი ვერსია ვინდოუს ფოუნზე. თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ როგორც ფასიანი, ისე უფასო ვერსია. განსხვავება ისაა, რომ უფასო ვერსია შეგიძლიათ ითამაშოთ დაახლოებით 15 წუთი. დროის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ ახალი ტური დაიწყოთ, მაგრამ ადრინდელ ტურში რაც ააშენეთ ან შექმენით არ ჩაიტვირთება. თქვენ შეგიძლიათ ფასიან ვერსიაში გადმოწეროთ სხვა მოთამაშეების მიერ შექმნილი სამყაროები, ტექსტურები და ა.შ. (ტექსტურები უფასო ვერსიაშიცაა). 
№2
Gods Of Rome
ეს არის Gameloft-ის ექშენ თამაში. არის სხვადასხვა ღმერთები მაგალითად ზევსი, პოსეიდონი და ა.შ. და ასევე არის მითოლოგიური გმირები. მაგალითად: ჰერაკლე, მედუზა და ა.შ. თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ ეს ღმერთები ან გაყიდოთ ისინი. ამ თამაშში შეუძლებელია თქვენი ნებით ღმერთის ყიდვა, ყველაფერი იღბალზეა დამოკიდებული (გამონაკლისია ივენთები, სადაც წინასწარაა განსაზღვრული თუ რომელ ღმერთს მოიგებთ). თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ სფერო, რომლის გახსნისას თქვენ იღებთ სხვადასხვა სიძლიერის ღმერთს. არის სულ 4 ვარსკვლავი სიძლიერის გასაზომად, ანუ 4 ვარსკვლავიან ღმერთზე ძლიერი არ შეიძლება იყოს. შეიძლება გყავდეთ ერთნაირი 2, 3 ან 4 ღმერთი, თუმცა მათი ვარსკვლავების რაოდენობა განსხვავებული იქნება. ბრძოლის დროს შეგიძლიათ მხოლოდ წინ და უკან მოძრაობა. დართყმის სიძლიერეს განსაზღვრავს თუ რამდენ ხანს დააჭერთ ხელს ეკრანს. ყველაზე ძლიერი დარტყმის დაბლოკვა არ შეიძლება. შედარებით სუსტებს კი ეკრანზე ხელის დაჭერით ბლოკავთ. გრაფიკების საკმაოდ კარგია, ანიმაცია შესანიშნავია. ტევადობას 1 გიგაბაიტს მოითხოვს.
№3
Six-guns
ეს არის ექშენ თამაში Gameloft-ისგან. მთავარი გმირი არის კოვბოი, რომელსაც არაფერი ახსოვს და ნელ-ნელა რაღაცეებს იხსენებს. აქ თქვენ ყიდულობთ და აუმჯობესებთ იარაღს და ერთგულ ცხენს, რომელიც დაძახებისთანავე თქვენთანაა. ეს თამაში არის 3D ანიმაცია, თუმცა საკმაოდ დახვეწილი და რეალური. თქვენ აქ ასრულებთ მისიებს, მონაწილეობთ დოღში და ა.შ. ასევე უდაბნოში არიან გველები, რომლებიც თავს გესხმიან, რაც თამაშს რეალურს ხდის. შეგიძლიათ ითამაშოთ მულტიპლეიერი ანუ ონლაინ, სადაც ტანკი ონლაინისნაირია სიუჟეტი, ანუ უნდა მოიპაროთ მეტოIის დროშა და თქვენს დროშასთან უნდა მიიტანოთ.
№4
Dream League Soccer
ეს არის ფეხბურთი ვინდოუს ფოუნზე. აქ თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ რეალური ფეხბურთელები და ასევე შექმნათ თქვენი სურვილისამებრ. არის რეალური კლუბები, ნაკრებები და სხვადასხვა ლიგები. კონტროლი საკმაოდ ადვილია და გრაფიკებიც ნორმალურია, მხოლოდ ფეხბურთელების სახეებია არარეალური.ტევადობას 100-დან 200 მეგაბაიტამდე მოითხოვს

Support

shavyveraGiorga16Giorga16Giorga16

Comments (1)

dgeshi 1 statia dawere xolme ha haa 2. tore ese veravin ipovis da naxavs shen statiebs!!!