Dangerous News

ediko - Newspaper from Georgia -

Published in Georgia - Social interactions and entertainment - 27 Feb 2017 04:41 - 2

http://www.picz.ge/img/s1/1702/27/d/dd8764013ca4.jpg

1986 წლის 26 აპრილს უკონტროლო რეაქციის შედეგად ჩერნობილის რეაქტორზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც რადიოაქტიური ნივთიერებები ატმოსფეროში გაიფანტა და მომწამვლელი ღრუბელი დასავლეთ რუსეთის, ბელორუსის, უკრაინისა და ევროპის თავზე გაიფანტა.
ჩერნობილის კატასტროფა 2011 წლის 11 მარტამდე, ფუკუშიმას ატომური რეაქტორის კატასტროფამდე, ერთადერთი მოვლენა იყო, რომელიც საერთაშორისო ატომურ შკალაზე მეშვიდე დონეს უტოლდებოდა.
ჩერნობილის კატასტროფამ საბჭოთა კავშირს 18 მილიარდი რუბლის ზარალი მიაყენა.
უშუალოდ კატასტროფის შედეგად დაიღუპა 31 ადამიანი, ხოლო რადიოაქტიური მოწამვლის შედეგად წარმოქმნილი დაავადებები დღემდე აწუხებთ ქალაქ პრიპიატისა და მის შემოგარენში მცხოვრებ ადამიანებს.
აი 13 ფაქტი ჩერნობილის კატასტროფის გარშემო, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ.
1. აფეთქების შედეგად ასჯერ უფრო მეტი რადიაცია გაიფანტა, ვიდრე ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ატომური ბომბების დეტონაციისას.
https://rachel.on.ge/2016/05/01/chernobyl-1.jpg
დოსიმეტრისტი ჩერნობილში


2. რადიაციულმა წვიმამ ირლანდიამდეც კი ჩააღწია.
https://chandler.on.ge/2016/05/01/ireland.jpg
ირლანდია
ფოტო: Patryk Kosmider/Shutterstock

3. კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად, ადგილზე 800 ათასი ადამიანი მუშაობდა. მათგან 25 ათასი დაიღუპა, ხოლო 70 ათასი ამჟამად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.
https://joey.on.ge/2016/05/01/chernobyl-3.jpg
ჩერნობილი, ხსოვნის კუთხე
ფოტო: Eight Photo/Shutterstock

4. საერთაშორისო ორგანიზაცია Greenpeace ვარაუდობს, მსოფლიოს მასშტაბით 93 ათასი ადამიანი დაიღუპა ჩერნობილის აფეთქების შედეგად გამოწვეული კიბოს გამო.
https://ross.on.ge/2016/05/01/chernobyl-4.jpg
ქანდაკება ჩერნობილში
ფოტო: Pe3k/Shutterstock

5. რეგიონებში, რომლებიც დღემდე რადიოაქტიურად დაბინძურებულად ითვლება, 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
https://monica.on.ge/2016/05/01/chernobyl-5.jpg
დიტიატკის ბლოკ-პოსტი, ჩერნობილთან ახლოს
ფოტო: vodograj/Shutterstock

6. ჩერნობილის შემოგარენი ველური ბუნების ნაკრძალად იქცა, აქ ბინადრობენ მგლები, ირმები, დათვები, არწივები და სხვა ცხოველები.
https://ross.on.ge/2016/05/01/wolf.jpg
ფოტო: atlon11111/Shutterstock

7. რადიოაქტიური გაჟონვის შედეგად, ადგილობრივი ტყე გაწითლდა და დღეს წითელი ტყე ეწოდება.
https://monica.on.ge/2016/05/01/chernobyl-6.jpg
ტყე ჩერნობილთან ახლოს
ფოტო: Sergey Kamshylin/Shutterstock

8. ამჟამად რეაქტორში 200 ტონა რადიოაქტიური მასალაა დარჩენილი.
https://ross.on.ge/2016/05/01/chernobyl-7.jpg
ჩერნობილის რეაქტორი
ფოტო: Dmitry Birin/Shutterstock

9. ჩერნობილის ბოლო რეაქტორი 2000 წელს დაიხურა.
https://chandler.on.ge/2016/05/01/chernobyl-8.jpg
ჩერნობილის ატომური რეაქტორი
ფოტო: Max Tikhansky/Shutterstock

10. სადგურის უსაფრთხოდ გამოცხადება დაახლოებით 100 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
https://monica.on.ge/2016/05/01/chernobyl-9.jpg
საგზაო ნიშანი ჩერნობილთან
ფოტო: Kateryna Upit/shutterstock

11. საბჭოთა ხელისუფლებას მთელი ერთი დღე დასჭირდა იმისთვის, რომ კატასტროფის რეალური სიმძაფრე გაეაზრებინა. ქალაქ პრიპიატისა და ახლომდებარე დასახლებების ევაკუაცია აფეთქებიდან ერთი დღის შემდეგ დაიწყო.
https://joey.on.ge/2016/05/01/chernobyl-10.jpg
ბავშვის სათამაშო, პრიპიატი, უკრაინა
ფოტო: EnolaBrain81/Shutterstock

12. ევაკუაციის შედეგად დაახლოებით 100 ათასი ადამიანი გაარიდეს ტერიტორიას. თუმცა, 1200-მდე ადამიანი, ძირითადად მოხუცები, თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ მათ სახლი და კარ-მიდამო უყვარდათ და არაფრის დიდებით დატოვებდნენ იქაურობას. მომავალში გაირკვა, რომ ამ ადამიანებს საბჭოთა ხელისუფლება არ დაეხმარა ან არასაკმარისი ფინანსები გამოჰყო მათთვის. იმისათვის, რომ შიმშილით არ დახოცილიყვნენ, მათ თავიანთ მიწებზე დაბრუნება და მეურნეობის გაშენება გადაწყვიტეს. მიუხედავად რადიაციისა, მათი უმრავლესობა გადარჩა და დღემდე ცოცხალია.
https://rachel.on.ge/2016/05/01/chernobyl-11.jpg
შემოდგომა ჩერნობილში
ფოტო: Oleksii Fedorenko/Shutterstock

13. 1986 წელს აშენებულ სარკოფაგს, რომელმაც რადიაციული დაბინძურება შეაჩერა, ნელ-ნელა გასდის ექსპლუატაციის ვადა. არსებობს საფრთხე, რომ ნარჩენები კვლავ გაჟონავს. ამჟამად მიმდინარეობს ახალი კონტეინერის მშენებლობა, რომელიც წელს უნდა დასრულდეს.
https://ross.on.ge/2016/05/01/chernobyl-12.jpg
ჩერნობილის მშენებარე სარკოფაგი




გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება სტატიის მიმართ კომენტარებში :))  . მადლობა წინასწარ

Support

AravchamotpuriBagrati

Comments (2)

მომსახურე პერსონალს აბრალებდნენ მომხდარ კატასტროფას, მაგრამ რამდენიმე წლის წინ დაადგინეს რომ სადგურის გაუმართაობით მოხდა ეს ყველაფერი. ერთს დავამატებ კიდე, ჩვენს მეგობარ სომხეთს აქვს ატომური სადგური, რომელიც იმავე ასაკისაა რაც ჩერნობილის, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა იმის მერე რემონტი არ ჩასტარებია სადგურს, დაჟე მიწისძვრას ძლივს გადაურჩა. ღმერთმა არ ქნას და რამე სერიოზული მიწისძვრა მოხდეს, ვარაუდობენ რო მაგასაც არ ასცდება გაჟონვაო
სერიოზული საფრთხის ქვეშაა საქართველო. სომხეთის ატომური სადგურის გამო