georgia

Published in Georgia - Social interactions and entertainment - 13 Feb 2017 11:52 - 0

"ლოკომოტივმა" "ჰელსინგორი" 2:0 დაამარცხათურქეთის ქალაქ სიდეში, თბილისის "ლოკომოტივი" დანიის პირველი დივიზიონის საშუალო დონის გუნდ-"ჰელსინგორს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. 
შეხვედრაში ანგარიში 36-ე წუთზე ნოდარ ქავთარაძემ სტანდარტული სიტუაციის შედეგად გახსნა, 20 წუთში კი, "ლოკომოტივის" ახალწვეულმა ირაკლი კომახიძემ ლამაზი შორეული დარტყმით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 
 ლოკომოტივი: თევდორაძე (შეროზია) უბილავა (ჩიტეიშვილი), ხიდეშელი (გაბაძე), რეხვიაშვილი, ღონღაძე (ქიმერიძე), ჭანტურია (ძებნიაური), სამურკასოვი (ვარძელაშვილი), დიასამიძე (ანდრონიკაშვილი), კომახიძე (ბუღრიძე), ქავთარაძე (კიკაბიძე), სიხარულიძე (არველაძე) მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი 
თბილისური კლუბი თურქეთში 9 თებერვალს ჩაფრინდა და ეს პირველი ამხანაგური შეხვედრა იყო, "ლოკომოტივი" სიდეში კიდევ 4 სპარინგს გამარავს და სამშობლოში 25 თებერვალს დბრუნდება.
"სამტრედიამ" "ჟალგირისი" 2:1 დაამარცხა
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "სამტრედია" თურქეთში შეკრებას აგრძელებს. გია ცეცაძის შეგირდებმა მესამე ამხანაგური მატჩი კაუნასის "ჟალგირისის" წინააღმდეგ გამართეს და მეტოქე 2:1 დაამარცხეს. 
როგორც კლუბის პრესსამსახური იტყობინება, ანგარიში ლიტველებმა გახსნეს, თუმცა პირველივე ტაიმში გიული მანჯგალაძემ იმერლები შესვენაბაზე საყაიმო ანგარიშით გაიყვანა, მეორე ნახევარში კი მანჯგალაძემ დუბლის შესრულებაც შესძლო და სამტრედიას გამარჯვება მოუპოვა. 

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, კასრაძე, სუხომლინოვი, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე, ჩაგელიშვილი, მარკოზაშვილი, ჯიქია, ბერიაშვილი. ცვლილებაზე გამოვიდნენ: სამუშია,ახალაძე, ხაბეიშვილი 
თურქულ შეკრებაზე მოქმედმა ჩემპიონმა ლიტვური გუნდის დამარცხების გარდა, ბულგარული "დუნავ რუსეს" სძლია, ხოლო უკრაინულ ლვოვის "კარპატთან" დამარცხდა.ბასილაშვილის საგრძნობი წინსვლა რეიტინგშინიკოლოზ ბასილაშვილს გასულ კვირას სოფიას ტურნირზე ნახევარფინალში გასვლა დაუფასეს დღეს დილით გამოქვეყნებულ რეიტინგში, ქართველმა 84 ქულა შეიმატა რეიტინგში და 20 პოზიციით გადაინაცვლა წინ ! 

ამჟამად ნიკოლოზი მსოფლიოს 67-ე ნომერია 714 ქულით. შემდეგი ტურნირში კი დღეს მემფისში დაიწყება. სადაც ნიკოლოზის პირველი მეტოქე ჯორდან ტომპსონია. 

რაც შეეხება სხვა ჩოგბურთელთა მდგომარეობას რეიტინგში: 

ვაჟები 
504. ალექსანდრე მეტრეველი 73 ქულა 
829. გიორგი ცივაძე 20 ქულა 

ქალები 
225. სოფიო შაფათავა 223 ქულა 
325. ეკატერინე გორგოძე 131 ქულა 
516. მარიამ ბოლქვაძე 56 ქულა 
578. სოფიო ქვაცაბაია 43 ქულა 
846. ოქსანა კალაშნიკოვა 14 ქულა

Support

Comments (0)