✍ Bokera News ✎

BokeraCR - Newspaper from Georgia -

Published in Georgia - First steps in eRevollution - 22 Dec 2016 07:25 - 3

მოგესალმებით ჩემი გაზეთის ერთგულო მკითხველნო,დღევანდელი სტატიის შინაარსი განსხვავებულია.დღევანდელი სტატია უფრო მიმართვა იქნება ვიდრე ინფორმირება რაიმე საკითხში.მიმართვა კი მიმართული იქნება ახალბედებისკენ.
           http://www.picz.ge/img/s4/1612/22/8/845d4b6d37ef.jpg
ახალბედებო,ჩვენი დანო და ძმანო,ალბათ სტატიის სათაურიდან მიხვდებოდით დღევანდელი სასაუბრო თემის შინაარსს.
დიახ,საქართველოს ჭირდებით,საქართველოს ჭირდება თითოეული თქვენგანის დახმარება,მათ ვისაც ეს ვირტუალური სააზროვნო თამაში დროის კარგვად მიაჩნია გეტყვით,რომ ცდებით.
ალბათ გაიგებდით თუ რა შესაძლებლობებს გვაძლევს თამაში,თუ ვინ შეგვიძლია ვიყოთ,მაგრამ მხოლოდ ეს არარის,თამაშიდან თქვენ გაიცნობთ ძალიან კარგ ხალხს,რომლებიც ხელს შეგიწყობენ,დაგეხმარებიან პირველი ნაბიჯების გადადგმაში,ნუ ჩათვლით რომ მხოლოდ ერთი შეხედვით უნდა გამოიტანოთ დასკვნა და ივარაუდოთ რომ ეს მოსაბეზრებელია.
არ დაგიმალავთ და ჩემი თამაშში მოღვაწეობის პირველი დღეები სწორედ რომ ამგვარი აზრებით იყო შეპყრობილი,მაგრამ როდესაც გვერდში ხალხი გიდგას,როდესაც თითოეული ქართველი ორიენტირებულია თქვენს ფეხზე წამოდგომაში და სწრაფად განვითარებაში უბრალოდ შეუძლებელია არ დაუფასო მათ ეს შრომა.

        http://www.picz.ge/img/s1/1612/22/c/ce5cfdc6badc.jpg

სწორედ ამიტომ,მოხარული ვიქნები რომ გაატაროთ თამაშში არანაკლებ ერთი სრული კვირისა და სწორედ ამის შემდეგ გამოიტანოთ დასკვნები.
დიპლომატია კარგია,კარგია თანამდებობის პირობა,მაგრამ გახსოვდეთ რომ ისინიც თქვენნაირი ჩვეულებრივი ადამიანები არიან.

ახალბედებო,დედასამშობლო გიწვევთ თქვენ.ჩვენ ეს შეგვიძლია,ჩვენ ამას გავაკეთებთ,ჩვენ ვალდებულები ვართ!
თქვენთვის შექმნილია ხაზინა რომლიდანაც მიიღებთ დახმარებას,ეს იქნება საკვები თუ იარაღი,მოხარული ვიქნები თუ თქვენს ფინანსებს გამოიყენებთ ისე როგორც რეალურ სამყაროში და დახარჯავთ სწორად.იცოდეთ რომ გამომუშავება უკეთესი პროცესია ვიდრე ხარჯვა. ასე რომ იშრომეთ,დათმეთ თქვენი ძვირფასი დროის მცირეოდენი ნაწილი და გაატარეთ ჩვენთან ერთად.საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება და არა კონკრეტული პირების ჯიბეებზე.ერთად ჩვენი ქვეყნისთვის !!!

              http://www.picz.ge/img/s1/1612/22/7/729a1748f9ac.jpg

მადლობა რომ გაეცანით სტატიას და კითხულობთ ჩემს გაზეთს... პატივისცემით ერთი რიგითი მოქალაქე.

Hail Georgia,Hail Ally !!! 

Support

BezhuashviliBagratiCaveaCaveaCaveaCaveaCaveaCaveaBALANTA BALANTABaVariaaHeLL KnNiGhT

Comments (3)

shen rigiti agar xar. warmatebebi. da im suratshi yvelas venebi raot aq daxetqili? Laugh
კაი ხართ! თქვენი აქტიურობა და გაძლიერება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია! აბა თქვენ იცით!
Hail Georgia