BegletNews

Published in Georgia - Social interactions and entertainment - 21 Dec 2016 08:06 - 1

ჩემი ფანჯრიდან დანახული მთელი ქვეყანა,
ჩემი ფანჯრის წინ გადაშლილი მთების სურნელი,
დასაკარგავი ქართველებო ნეტავ რაღა გვაქვს,
ერთმანეთისგან ერთად ყოფნას ჩვენ ხომ სულ ველით.
ჩემი ფანჯრის წინ გადაშლილი მწვანე ბუნება,
აქ ხომ ყველაფერს ხალისი აქვს რატომღაც თალხი,
ჩვენი წინაპრის ბოლო სიტყვა კვლავ გვეუბნება,
ჩვენავართ ღვთისგან დალოცვილი ერი და ხალხი.
ჩემს ფანჯარასთან ისევ დადგა ანცი ზაფხული,
გულიც უეცრად შემიტოკდა უცებ თავხედმა,
ჩვენ, ჩვენს მიწა წყალს მოუაროთ ვნება დაკრული,
ეს ხომ სამშობლოს მოვლააო პაპამ ასე თქვა.
თუ რას გაუგებ ადრე გაშლილ ატმის ყვავილებს,
ისე თბილი და სათუთია როგორც ჩვენ ახლა,
და თუ ოდესმე ასე ისევ გაიაპრილებს,
ერთი აგური ასჯერ დავდოთ თუნდაც ხელახლა.
ჰო და ჩვენ ჩვენი წილი ვთესოდ მხოლოდ სიკეთის,
მხრებ აზიდულმა ავაშენოთ ჩვენი სამშობლო,
ჩვენ საქართველოს შვილები ვართ ცის იქითესეს,
ღმერთო დაგვლოცე ჩვენ მიწა წყალს არ მოგვაშორო.
და თუ კიდევაც ჩამორეკავს ზარი ტაძარის,
ჩვენს გულში ისევ გაიელვებს რაღაც წინათქმა,
ჩვენს სამშობლოზე თვალ წარმტაცი ნეტავ რა არის,
ჩვენს ქვეყანაზე დასაძრახი ნეტავ ვინ რა თქვა.
ეს ჩვენი მიწა, ჩვენი ეზო და ჩვენი კერა,
დიდმა უფალმა ოს-აფხაზი კვლავ გაამრთელოს,
ჩვენვე თუ შევცლით, ჩვენით შექმნილ ამ ბედისწერას,
შენს მზეს დავლოცავ ჩემო ტურფა, ჰო! საქართველო

Support

CheeCheeMrNiCkBagrati

Comments (1)

chagadni gulshi