Published in Georgia - Social interactions and entertainment - 11 Aug 2016 02:09 - 0
- რა ფერისაა ცა, სოსოია? - ლურჯია ცა, ხატია! - ლურჯი თვითონ რა ფერია? - ლურჯი რა ფერია, ხატია, და ცისფერია... - ცისფერი ლამაზია? - ძალიან ლამაზია, “ცისა ფერს, ლურჯსა ფერს”, - ხომ გახსოვს? - ლამაზი როგორია, სოსოია? - ლამაზი? ლამაზია, ხატია, დიდრონი წყლიანი ცისფერი თვალები, შავი წამწამები, შავი წარბები, წაბლისფერი თმა, სწორი, პატარა ცხვირი, გაბუტული სქელი ტუჩები, თეთრი კბილები, მრგვალი ნიკაპი, პატარა ყურები, მაღალი ყელი - აი, ასეთი, შენ რომ ხარ, ეს არის ლამაზი.
Support
Comments (0)