To know more about war

Zoora - Newspaper from Georgia -

Published in Georgia - Warfare analysis - 06 Aug 2016 07:46 - 1

• ადამიანის ბუნებაში ვპოულობთ ომის სამ მიზეზს: პირველი-ჯიბრიანობა,მეორე-                                     უნდობლობა,მესამე-   დიდების წყურვილი - ტომას გობსი.

• არავინ იბრძვის ომში ისეთი თავდადებით,როგორითაც ომში მშობლიური ქვეყნისათვის -  დემოსთენე.

• არ გინდათ ომი! არ გინდათ! ჯობს ვიმუშაოთ,ვიაზროვნოთ,ვეძებოთ ერთადერთი ჭეშმარიტი             დიდება,ესაა შრომის დიდება,ომი ბარბაროსების ხვედრია - გი დე მოპასანი.

• ბარბაროსები მზად არიან,ამოხოცონ კაცობრიობის მომავალი,იმიტომ,რომ ეს მათი მომავალი არ  არის - ილია ერენბურგი.

• ბრძოლაში ისინი უფრო ხვდებიან ხიფათში,ვინც მეტად არიან შეპყრობილნი შიშით,სითამამე  იგივეა,რაც კედელი - გაიუს კრისპუს სალუსტიუსი.

• გამარჯვების მომტანი ომიც კი ბოროტებაა,რომელიც ხალხის სიბრძნით თავიდან უნდა იქნეს             აცილებული - ოტო ფონ ბისმარკი.


• გლეხები მიწას ამუშავებენ,მუშები ქალაქებს აშენებენ და ამდიდრებენ,მოაზროვნენი                               აზროვნებენ,წარმოება ქმნის გასაოცარ საგნებს,გენიოსები ლაპარაკობენ სასაწაულებს და ყოველივე     იღუპება საშინელ საერთაშორისო გამოფენაზე,რომელსაც ბრძოლის ველი ეწოდება - ვიქტორ ჰიუგო

• დაე იარაღმა ადგილი დაუთმოს ტოგას,დაე,ომმა დაიხიოს მშვიდობის წინაშე - ციცერონი.

• დაპყრობითი ომის მამოძრავებელი ძალა სიძულვილი.ბოროტება და მომხვეჭელური                             სულია.ადამიანში ამ მდაბალი თვისებების აღძვრა-გაღვივება,პიროვნების ჭეშმარიტი                             დანიშნულების რღვევა,იმპერიის ბუნებიდან გამომდინარეობს,მისი პირდაპირი მიზანია,მისი არსებობის გარდაუვალი,აუცილებელი შედეგია- ჭაბუა ამირეჯიბი.


• თუმცა,ომი შეიძლება მიზნად მშვიდობასაც ისახავდეს,იგი მაინც დიდი უბედურებაა-ლაო ძი.

• თუ ჩვენ არ მოვუღებთ ომს ბოლოს,ომი მოგვიღებს ბოლოს - ჰერბერტ უელსი.

• იარაღიანს თუ უიარაღომ ხმარებამდის მოასწრო,მერე იარაღი ზარალიაო - ქართული ანდაზა.

• იარაღი სასურველია მიმართო ბოლო ჟამს,როცა სხვა საშუალებები არასაკმარისი გამოდგა  - ნიკოლო მაკიაველი.

• მტაცებლური ომები სხვა არაფერია,თუ არა ყაჩაღური ავანტიურები - თეოდორ დრაიზერი.

• ომებს სამხედროები კი არა,პოლიტიკოსები იწყებენ- უილიამ ვესტმორლენდი.

• ომები გაგრძელდება მანამ,სანამ ომის საკითხს არ გადაწყვეტს ის,ვინც ბრძოლის ველზე იბრძვის - ანრი ბარბიუსი.

• ომი არის პოლიტიკური კიბო,რომელიც დიდი სახელმწიფოების სხეულს ჭამს - ვიქტორ ბუასტი.

• ომის გამარჯვებამდე წამყვანი კატასტროფების სერიებია-ჟორჟ კლემანსო• ომი ძალზე სერიოზული  საქმეა იმისათვის,რომ იგი სამხედროებს ანდონ - შარლ მორის ტალეირანი.

• ომში გამარჯვებულები არ არსებობენ ,იქ მხოლოდ დამარცხებულებია - ჰორაციუსი.

• ომიანობის დრო ყველაფერს სამხედროდ ხდის - ფიოდორ გლინკა.


• ომი ბარბაროსობაა,როცა თავს ესხმიან მშვიდობიან მეზობელს,მაგრამ ეს წმინდა ვალია,როცა სამშობლოს იცავენ - გი დე მოპასანი•ომი ბოროტებაა,რომელიც კაცობრიობას არცხვენს - ფრანსუა  ფუნელონი.

• ომი-ეს არის იმ პოლიტიკური კვანძების კბილებით გახსნის საშუალება,რომლებიც ენას აღარ               ექვემდებარება - ემბროუზ ბირსი.

• ომის დამწყებნი თვითონვე ებმებიან თავიანთ ბადეში - იოანე დამასკელი.

• ომისა კარსა ნუ დარეკ,იცი საქნელად ძნელია - სულხან-საბა ორბელიანი.

• ომი მოიგო არა იმან,ვინც კარგი რჩევა გასცა ,არამედ იმან,ვინც პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე  აიღო,ვინც შესრულება ბრძანა - ნაპოლეონ ბონაპარტი.

• ომი რყვნის ადამიანს და მასში მხეცობას აღვიძებს - ვიქტორ ბუასტი.


• ომის ძირითადი მასალა მეომარია.ძლევამოსილების უმნიშვნელოვანესი პირობა ჯარისკაცის  მძაფრი საომარი განწყობილებაა.თავდაცვითი ომების მამოძრავებელი ძალა                                               მამულიშვილობა,სამშობლოს სიყვარულია - ჭაბუა ამირეჯიბი.

•  ძმებად დაბადებულ ადამიანებს ომი ველურ ცხოველებად გადააქცევს - ვოლტერი.

• როცა იარაღი გრგვინავს,კანონები სდუმან - ციცერონი.

Support

Comments (1)