This website uses cookies

We use cookies and other tracking technologies to improve your browsing experience on our website, to show you personalized content and targeted ads, to analyze our website traffic, and to understand where our visitors are coming from. By continuing to use our website, you agree to our Privacy Policy.

Опубликовано в государстве Georgia - Социальное взаимодействие и развлечения - 04 Nov 2016 10:54 - 2

  ალბათ თქვენმა უმეტესობამ იცის,რომ დისქორდზე ჩვენს ჩანელზე ვაპირებდით ახალი "ბოტის"(Bot) დაყენებას რის გამოც დევიკოც შევაწუხე :D 

 და მეგობრებო მინდა გითხრათ რომ bot მზად არის :) მისი გამოყენება ნებისმიერს შეეძლება,მაგრამ ნამეტანი არეულობისგან თავის ასარიდებლად შეიქმნა კიდევ ორი ჩატი დისქორდზე სახელწოდებებით:

#show_ur_power სადაც წერა მხოლოდ: პრეზიდენტს, სხვადასხვა სამხედრო დანაყოფების კომანდირებს,დისქორდის ადმინებს და მოდ-ს შეეძლება წერა.
#show_it_power_all სადაც ნებისმიერ თქვენგანს შეეძლება წერა და საჭირო ინფორმაციის მოძიება.

თუ თქვენ მოგინდებათ ნახოთ თუ რა შესაძლებლობა აქვს ამ ბოტს დისქორდის ზემოთ აღნიშნულ ჩატში დაწერთ @eRevollutionBR და თქვენ იხილავთ ამას  →→→ https://s19.postimg.org/vri4ystmr/IMG_20161104_210658_134.jpg

 მაგრამ აქაც განვიხილოთ... 
  თუ თქვენ მოგინდებათ,რომ გაიგოთ მოთამაშეზე ინფორმაცია გაქვთ სამი გზა,მაგრამ იგივე დასაწყისით😄
მონიშნავთ ბოტს @eRevollutionBR და დაწერთ 1. Ctz (და მოთამაშის იდ-ს) მაგ: ctz 27283        
  2. Ctzname (მოთამაშის სახელს და ქვეყნის კოდს) მაგ: ctzname 25 misho   3. Ctzname (მოთამაშის სახელს და ქვეყნის სახელს) მაგ: ctzname Georgia misho.   
 თუ გსურთ გაიგოთ ქვეყნის კოდები მაშინ ისევ მონიშნავთ ბოტს და დაწერთ: countries.

 თუ გსურთ დაიანგარიშოთ თქვენი ზიანი მტრის წინააღმდეგ ამისთვისაც სამი გზა გაქვთ,რომლებიც იმავე გზით შეგიძლიათ ნახოთ მაგრამ ცოტა განსხვავებით — 1. მონიშნავთ ბოტს და დაწერთ dmg (და იმ მოთამაშის იდ-ს ვისი ზიანიც გაინტერესებთ) მაგ: dmg 27283  2. ისევ მონიშნავთ ბოტს და წერთ dmgname (მოთამაშის სახელს და ქვეყნის კოდს რომლის მოქალაქეობაც აქვს) მაგ: dmgname 25 misho  3. Dmgname Georgia misho. 

თუ გსურთ ბუსტერის გარეშე დაიანგარიშოთ ზიანი იგივე გზით მაგრამ მცირე ცვლილებით მიაღწევთ შედეგს და არ შეხვალთ შეცდომაში — მონიშნავთ ბოტს და თქვენთვის სასურველი გზით მიიღებთ შედეგს. მაგ: dmb (ცვლილება ანუ G-ს მაგივრად B) 1. dmb 27283 2. Dmbname 25 misho 3. Dmbname Georgia misho.

სამხედრო დანაყოფი- 1. ისევ ნიშნავთ ბოტს და წერთ მაგ: mu 77 (mu და სამხედრო დანაყოფის კოდს)
2. mucountry და იმ ქვეყნის კოდს რომლის სამხედრო დანაყოფების ინფორმაციაც განიტერესებთ. მაგ: mucountry 25  3. mucountry Georgia (აქ კი პირდაპირ სახელს).

თუ თქვენ გაინტერესებთ მიმდინარე ბრძოლები მაშინ ისევ ნიშნავთ ბოტს(ეს ყველგან მეორდება რადგან აუცილებელია) და წერთ — battles  მაგრამ თუ რომელიმე ბრძოლა გაინტერესებთ მაშინ — battle და ბრძოლის კოდს. მაგ: battle 5778.

მემგონი არაფერი გამომრჩა :/ იმედია მოგეწონებათ ახალი ბოტის ფუნქცია ^_^ და მინდა იცოდეთ რომ მისი შემქმნელი მუშაობს მასზე და თუ რამე შეფერხება არსებობს(არსებობდა) გამკსწორდება და ამავდროულად შესაძლებელია დაემატოს ახალი ფუნქცია :)  მინდა ბოდიში მოგიხადოთ რომ "სქრინებით" ვერ გავაფოქრმე ეს სტატია მაგრამ მთავარია დაგეხმარებათ^^ და ასევე თუ რამე გრამატიკული შეცდომა დავუშვი :P წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო... 

Вознаградить

Комментарии (2)

vote o7
Perfect Wink