გამოქვეყნების ადგილი Georgia - პოლიტიკური დებატები და ანალიზი - 04 Apr 2017 15:09 - 3
მოგესალმებით
მინდოდა დამწერე ფართო სტატია 5 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვიცალე ამისთვის, იმიტომ რომ ქვეყნისთვის სხვა უფრო მნიშვნელოვანმა საკითხებმა არ დამიტოვა დრო. სულ რამოდენიმე დღეა მოვიდა ქვეყნის სათავეში GEOBODY და ამ მცირე დროში მან ნამდვილად ბევრი რამ გააკეთა. არ დავიწყებ ეს ომი მოვიგეთ ის ომი მოვიგეთ, ეს ავაშენეთ ის ავაშენეთ, უბრალოდ გადაავლეთ თვალი ამჯამინდელ მდგომარეობას და ყველაფერს დაინახავთ. მაგრამ სამომავლო გეგმები უფრო დიდია. ამ მომენტში ჩვენი მთავარი საფიქრალი 4X100 ბონუსის დაბრუნებაა რაზეც წარმატებით ვმუშაობთ. მაგრამ ჩვენი მცდელობა უშედეგო იქნებოდა იმ ადამიანეის გარეშე რომლებმაც ორგანიზებულად იმოქმედეს და გვერდში დაუდგნენ სამშობლოს. ხო სამშობლოს თუ ვინმეს გონია, რომ ამას ვიღაცისთვის აკეთებთ ძალიან ცდებით. დროა ისე ვიბრძოლოთ, როგორც ჩვენს ქვეყანას გამოადგება და არა ისე როგორც გაგვისწორდება. ამ ყველაფერში ჩემს თავსაც ვათვლი. თუ დაჭმას შევეშვებით და ბანაკებად დაყოფას თავს დავანებებთ უფრო კარგი იქნება. შეიძლება მასწავლებელივით გამომივიდა მაგრამ მგონია აუცილებელია ამის დაწერა. რაც შეეხება ფასდაკლებებს ვეცდებით მახიმალურად გამოვიყენოთ არსებული რესურსი. მზად ვარ შენიშვნების მოსამენად, ახალი იდეების გასაზიარებლად და დახმარებისთვის. ნებისმიერ დროს მომწერეთ პირადში, მიუხედავად იმისა დავიმარჯვებთ თუ არა არჩევნებში, მზად ვარ დავეხმარო ყველას და ვითანამშრომლო თქვენთან. განსაკუთრებული მადლობა WERTO-ს. და ერთმანეთს შეურაცყოფას ნუ აყენებთ თამაშია და არ ღირს ნამდვილად. კითხვები დაწერეთ კომენტარებში და გიპასუხებთ სუყველას. მადლობა ყურადღებისთვის :)
ხვალ არჩევნებში იმარჯვებს GEOBODY! მისთვის მიცემული ხმა არის ჩემთვის და საქართველოსთვის მიცემული ხმა მხარდაჭერა
Death Angel AzrielMukhrani