მოგესალმებით ჩემო ერთგულო მკითხველებო, თანამებრძოლებო და მათაც ვინც სულ ახლახანს დაიწეთ თამაში.
რამოდენიმე სიტყვით მინდა შევეხო და გამოვთქვა პროტესტი გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით - ვინც არ იცით მოკლედ მოხასენებთ - გუშინ ღამით უკვე მესამედ დავიბლოკე discord ის მთავარ ჩათში (სერვერზე) ავთოს (aravchamotpuri) მიერ , რომელიც გამოწვეული იყო  (თენგო) grizzly  მოთხოვნით .  
დაბლოკვამდე მე მქონდა საუბარი LORD of georgia სთან და დავსი კითხვა "სიტყვის შესრულებას ჭირდება თუ არა თავმოყვარეობა თქო " რის შედეგადაც გამოხტა -(შეუძლებელია სხვა ეპითეტი ან ასოთა შეთანხმება ვიხმარო მის საქციელზე)  grizzly და მიწოდა ინტრიგანი- იქვე დააყოლა კიდევ ერთ ორი რაღაც რაც მართლა და ალალად აღარ მახსოვს რა შინაარსის სიტყვები იყო -  რასაც ჩემი მხრიდან ასევე ბუნებრივი რეაქცია მოყვა და მივაყენე შემხვედრი შეურაცხოფა ზემოთ ხსენებულ პიროვენებას -  უტაქტოდ ჩარეულ aravchamotpuri-ისაც გავკარი კბილი , რომელიც უკვემბლოკავდა და სხვა ვერაფერს ვასწრებდი... კბილის გაკვრას და გადავწვომასაც ჭირდება დრო როგორც ჩანს და ვერც ვერაფერი მოვახერხე ისე ავღმოვჩნდი დაბლოკილი და სერვერიდან გაძევებული . 
- ახლა წესები რომელიც ჩათის მთავარმა ადმინმა deviko99  დაუდგინა  სხვა ადმინებს და მოდერებს . (გთავაზობთ ამონარიდს მიმოწერიდან) 
 - 
არცერთ მოდერს და ადმინს არ აქვს უფლება პირადი შეურაცხოფის გამო დაბლოკოს იუზერი (მომხმარებელი) . ბლოკის გამოყენება შეიძლება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში თუ მომხმარებელი გაუთავებლად სპამას მთავარ ჩათს . 
სქრინი
მოხდა ისე , რომ ახლა მე ვარ დაბლოკილი და ვერ შემოვდივარ და ვერ ვსარგებლობ იმ ყველა საერთო უფლებით რისი უფლებაც მაქვს , მე და სხვა უბრალო მოთამაშეებს . 
დავიცდი კიდევ რამოდენიმე საათს და შემდეგ დავიწყებ ახალი 
 ს  ა მ ა რ თ ლ ი ა ნ ი (!)  სერვერის გაკეთებას სადაც გადავიყვან თითეულ თქვენთაგანს და პირადა მივაქცევ ყურადღებას , რომ ჩათში იყოს წესრიგი, მეგობრული და საქმიანი ატმოსფერო . მიექცეს ყურადღება კადეტებს და ახალბედებს !   ყველას ქონდეს დანიშნულება და ფუნქცია . ყველას ქონდეს თავდაცვის საშუალება და სიტყვის თქმის უფლება !   
მე მესმის , რომ ეს საერთო ჯამში გამოიწვევს გარკვეულ  დეზორიენტაციასა და დეცენტრალიზაციას  მაგრამ მერწმუნეთ ყველანი ერთად მალე დავალაგებთ პატარა არეულობას . 
 
დიახ მე მომბეზრდა ორგმაგი სტანდარტებით თამაში . მომბეზრად ის , რომ მხოლოდ თავიანთ მოყვანილ მოთამაშეებს ეხმარებიან საკვებითა და იარაღით , მომბეზრდა ის განუკითხავი ბლოკები. 
თუ ვინმეს ეჩვენება , რომ მე სისტემის წინააღმდეგ მივდივარ და ულტიმატუმის ენით ვსაუბრობ   როგორც ა- სოცალური ელემენტის პოზიციაში მყოფი  ეგოცენტრული მოთამაშე ,  მინდა ვუთხრა და დავამშვიდო  , რომ არანაირ მსგავს ქმედებას ჩემგან  ჩანასახშივე არ უწერია დიდი ხნის არსებობა . არ მსურს (და აღემატება კიდეც  ჩემს ძალებს) ორ ბანაკად დაყოფილი ამბიციური მოთამაშეების პოლიგონად გადავაქციო ის რაც ყველამ ერთად (მათ შორის მათაც ვისთანაც უთანხმოება მაქვს ) შექმნა და მოიტანა აქამდე , ეს მხოლოდ ქვეყანას და შესაბამისად თითეულ ჩვენგანს დააზარალებს . 
მესმის  და ვაცნობიერებ სიტუაციის სირთულეს - ვკონსულტირებ discordis ქართულ ადმინისტრაციას  გადადგას ქმედითი ნაბიჯები და აღადგინოს სამართლიანობა. 
ეს არის ჩემი როგორც ერთი ჩვეულებრივი მოთამაშის თხოვნა !  
P.S 
დღეს მე ხვალ კი შეიძლება ნებიმიერი თქვენთაგანი აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში . 
გთხოვთ გამოწეროთ ჩემი გაზეთი . 
ხმა მიეცით პეტიციას .  (სტატიას) რათა ის რაც შეიძლება მეტმა მოთამაშემ იხილოს . 
ბ. ქავთარაძე